რეგისტრირებული ფაქტები87481
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს დავით გიორგის ძე ხართიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ ორი ტიპის ბიბლიოთეკა გაეხსნათ: პირველი – სკოლა-განყოფილებებთან, რომელიც წინასწარი მოთხოვნით გაიხსნებოდა და დააკმაყოფილებდა როგორც ადგილობრივის, ასევე საზოგადოების მოთხოვნილებებსაც და მეორე ტიპის ბიბლიოთეკები იქნებოდა კონკრეტული ქალაქისა თუ სოფლის ადგილობრივი მცხოვრების ინიციატივით გახსნილი, რომლის გახსნა-მოწყობაში გამგეობა უნდა დახმარებოდა მას. ორივე ტიპის ბიბლიოთეკაში მოეწყობოდა ორი განყოფილება: ერთი მოზარდებისთვის, მეორე – ზრდასრულებისთვის. ასევე სტატისტიკური ცნობების წარმოებისთვისაც უნდა მიექციათ ყურადღება.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ცუდ მდგომარეობაში იყო ქართლში არსებული ბიბლიოთეკები. მაგალითად, გომის, ქარელის, სადაც ბიბლიოთეკებს მხოლოდ სახელი ჰქონდა და ხალხი არც ინიციატივას და არც ინტერესს არ იჩენდა რომ ისინი კარგად მოწყობილიყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 ნოემბერს ნაძალადევის თეატრში ელისაბედ ჩერქეზიშვილის, კოტე ყიფიანისა და სხვ. მონაწილეობით ავქსენტი ცაგარლის პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 ნოემბერს მეფის მოადგილის სასახლეში კავკასიის მებრძოლი ლაშქრის ჯარისკაცთა დასახმარებლად კოტე ფოცხვერაშვილის მონაწილეობით რუსულ-ქართული კონცერტი გაიმართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 ნოემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში წარმოადგინეს პიესა „ციმბირელი“ ი. რევაზიშვილის, ანა კავთელის, იოსებ ივანიძის, გიორგი იორდანაშვილის, გიგო გელიკურაშვილის და სხვ. მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 ნოემბერს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს „დამარცხებული რომი“ ვალერიან გუნიას, ანდრია მურუსიძის, ნიკო გვარაძის, ნატალია ჯავახიშვილის, მარო მდივნისა და სხვ. მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი ქაიხოსროს ძე დავითაშვილს ამცნო. რომ ცხინვალის განყოფილებისთვის საჭირო ბეჭდები შეკვეთილია და დამზადებისთანავე გაიგზავნება ცხინვალში.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარეს, გიორგი დავითაშვილს აცნობა, რომ ცხინვალის ფილიალის წევრებს ყულაბების ჩამოკიდება ყველგან შეეძლოთ, სადაც მოისურვებდნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა, ვარლამ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარეს, გიორგი დავითაშვილს ცხინვალის ფილიალში მეტი ხალხის მოზიდვა სთხოვა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება საკანცელარიო ნივთებზე ფასის შემცირების შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ ჯაჯანაშვილის რეზოლუცია საზოგადოების სკოლებთან არსებული ბიბლიოთეკების სამაგალითოდ მოწყობის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილს მისი ოფიციალური წერილის პასუხად აუწყა, რომ ბიბლიოთეკის გახსნისთვის ცხინვალელებს საზოგადოებისთვის უნდა წარედგინათ ცხინვალში მცხოვრები, პოლიტიკურად საიმედო (მთავრობის მხრიდან დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად) პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ბიბლიოთეკაზე. საზოგადოებისთვის უნდა გაეგზავნათ ინფორმაცია ამ პირის სახელის, მამის სახელის, გვარისა და პროფესიის შესახებ. ამის შემდეგ საზოგადოებას შეეძლებოდა შუამდგომლობა ცხინვალში ბიბლიოთეკის გახსნის თაობაზე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვასილ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილს აუწყა, რომ მან უკვე გაუგაზავნა ცხინვალის განყოფილებას საზოგადოების წესდების 30 ეგზემპლარი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლევან ნიკოლოზის ძე დიასამიძე, დავით გიორგის ძე ხართიშვილი და შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

