საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83879

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით ბესარიონის ძე ღოღობერიძის ბორჩალოს მაზრაში მდებარე 198 დესეტინასა და 30 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით ბესარიონის ძე ღოღობერიძეს ბორჩალოს მაზრაში 198 დესეტინა და 30 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მარიამ ანდრიას ასულ გარაყანიძეს ზემო ავჭალაში 76 დესეტინა და 2045 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ ანდრიას ასულ გარაყანიძის ზემო ავჭალაში მდებარე 76 დესეტინასა და 2045 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნინო სარდიონის ასულ მაღალაშვილს თელოვანში 154 დესეტინა და 725 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო სარდიონის ასულ მაღალაშვილის თელოვანში მდებარე 154 დესეტინასა და 725 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა რევაზ მიხეილის ძე ყარალაშვილისა და ბარბარე მიხეილის ასულ მაყაშვილის არტაანში მდებარე 120 დესეტინასა და 640 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს რევაზ მიხეილის ძე ყარალაშვილსა და ბარბარე მიხეილის ასულ მაყაშვილს არტაანში 120 დესეტინა და 640 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ გიორგის ძე რატიშვილის ქსოვრისში მდებარე 92 დესეტინასა და 70,5 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, სავენახე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მიხეილ გიორგის ძე რატიშვილს ქსოვრისში 92 დესეტინა და 70,5 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, სავენახე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ გრიგოლის ასულ ანდრონიკაშვილის ხორხელში მდებარე 17 დესეტინასა და 1300 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სათიბ ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მარიამ გრიგოლის ასულ ანდრონიკაშვილს ხორხელში 17 დესეტინა და 1300 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და სათიბი ადგილები ჰქონდა.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისაია ფურცელაძეს ძველ ქართულად ხელნაწერი „კარაბადინის“ რამდენიმე ფურცელი ჰქონდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისაია ფურცელაძე მერეთის სკოლის პედაგოგი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ზაქარია ჭიჭინაძე მოუწოდებდა საზოგადოებას, ვისაც „სიბრძნე ბალავარისას“ ძველი ხელნაწერი მოეპოვებოდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის გადაეცა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 2 წიგნი შესწირა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სლინკო მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამოილოვი ლუდხანის მფლობელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ელისაბედ სარქისიანმა თბილისის სომეხ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებას 500 მანეთი შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სავანელი, ბეგიჩევი, ამბარდანოვი, ვასილ კრიანიკოვი, როზა პახმინი და ნიკოლოზ ობლოგინი ოლგა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მკვლელობის საქმის განხილვაზე მოწმეებად იყვნენ დაბარებულები.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე წინამძღვრიშვილს ქონებაზე უფლება ჩამოართვეს და კატორღაში უვადოდ გაგზავნა მიუსაჯეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ნიკოლოზ ობლოგინი პოლიციელი იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სოლომონ ანდრიას ძე ელიოზოვს, ილია და დიმიტრი ზურაბის ძე მურვანიშვილებს, იოსებ ივანეს ძე მურვანიშვილსა და ალექსანდრე, დიმიტრი, გიორგი და კონსტანტინე მურმანის ძე მურვანიშვილებს ბებნისში 425 დესეტინა და 480 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ნინო ორბელიანის ლექსები 40 კაპიკად იყიდებოდა.