საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83894

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ერთაწმინდაში ანეტა კაპანაძისამ მიაკვლია „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერს და ქუთაისის ეთნოგრაფიული საზოგადოებისთვის შეიძინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ანასტასია კაპანაძისამ აკაკი წერეთლის სახელობის ფონდისთვის გადასაცემად შეაგროვა 20-ზე მეტი ხალხური ზღაპარი, „ეთერიანი“, „ვეფხისტყაოსანი“, ლექსთა კრებულები და სხვ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის თებერვალში კირიონ ეპისკოპოსს სასჯელი მოუხსნეს და პოლოცკის ეპისკოპოსად დანიშნეს.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის თებერვალში ილია გაბრიელის ძე ჩუბინაშვილს მარცხენა ფეხი მოჰკვეთეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის თებერვალში ვარდენ გიორგის ძე ყიფიანმა აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი „ცრემლს ვერ გკადრებ“ ცალკე ფურცელზე გამოსცა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის თებერვალში ვარდენ გიორგის ძე ყიფიანმა გადაწყვიტა გამოეცა ქართველი გარდაცვლილი მოღვაწეებისადმი მიძღვნილი თავისი ლექსების კრებული „გლოვის ზარი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში სომხურ ჟურნალებში „ტარაზი“ და „აგბიური“ აკაკი წერეთლის ფოტოები და წერილები დაიბეჭდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ქართული თეატრის სააღმშენებლო ფონდს ხაშმის საკრედიტო ამხანაგობამ, რომლის თავმჯდომარე იყო ეს. ლოლაძე, 20 მანეთი შესწირა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში იუზა ზარდალიშვილმა და ანა შოთაძემ ხაშურში გასტროლები დაიწყეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის თებერვალში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ რეჟისორად მიხეილ ქორელი მიიწვია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ალექსანდრე შანშიაშვილმა გაზეთ „საქართველოს“ გამოცემის უფლება მიიღო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ისაკ გიორგის ძე ალხანაშვილმა ნუკრიანის პირველ დაწყებით სკოლას თავისი ხარჯით მთელი წლით, გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის თებერვალში ალექსანდრე ყალაბეგიშვილი საგაზაფხულო სეზონისთვის ქუთაისის დასმა მიიწვია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ვასილ ივანეს ძე კირვალიძემ ონის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ფოფოდია ედუკია ლორია, დაკარგული მეუღლის, მღვდელ ლავრენტი ლორიას მოძებნაში დახმარებას ითხოვდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში კაპიტონ გოგოლაძისა და შალვა შარაშიძის ხელმძღვანელობით გამოვიდა იუმორისტული ჟურნალი „ახალი მათრახი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის თებერვალში ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას რომანი „მოლიპულ გზაზე“ ვახტანგ ვაჩნაძემ პიესად გადააკეთა და რეჟისორ მიხეილ ქორელს გადასცა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლიდან ქუთაისში გამოვიდა გაზეთი „სამშობლო“, რომლის რედაქტორი იყო იაკობ ცინცაძე.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის თებერვალში ევგენი დავითის ძე ქობულაშვილი სახადით დაავადდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის თებერვალში დაიბეჭდა გალუსტ შიხიანის მიერ შედგენილი კრებული „აკაკის დასაფლავება, აკაკი დამესიზმრა და აკაკის ლექსები“.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების თავმჯდომარედ მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე აირჩიეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 თებერვალს ნაძალადევის რაიონმა აკაკი წერეთლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1915

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიაზე სარგის ცაიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება „რითმა ქართულ კლასიკურ ლექსში“.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილება დაარსდა. ამ დროისთვის საზოგადოებას 37 წევრი ჰყავდა. კრებას იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე ხელმძღვანელობდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 22 თებერვალს ბახვა კაკუტია, ეგნატე და ნესტორ ბახვას ძე კეკუტიები, სოფიო და გიორგი საბახტარაშვილები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წევრები იყვნენ.