რეგისტრირებული ფაქტები83991
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე საბახტარაშვილი, ანდრია პეტრეს ძე ჟვანია, იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე, იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი, ლავრენტი მაქსიმეს ძე ტუღუში, მიხეილ ოტიას ძე გვალია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თეატრის მშენებლობის კომისიის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგია, ლავრენტი ივანეს ძე წულაძე, ვლადიმერ იესეს ძე გაგუა და ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების წიგნების გამომცემელი კომისიის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებას დაარსების დროს (1909 წელი) 73 წევრი ჰყავდა, 1912 წელს საწევროს გადაუხდელობის გამო მხოლოდ 37 წევრი შემორჩა. 1912 საანგარიშო წელს ჩატარდა საზოგადოების 6 სხდომა, გაირჩა 8 საქმე. (კრების ოქმს ხელს იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე აწერდა).
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს დავით ნიკოლაიშვილი და ნიკო ღლონტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების წევრები გახდენენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებამ ( თავმჯდომარე – იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე) მთავარი გამგეობისთვის საწევრო გადასახადის 3 მანეთიან 2 მანეთამდე დაწევის თხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების 1913 წლის შემოსავალი 1173 მანეთსა და 62 კაპიკს შეადგენდა ( 908 მანეთი წინა წლის ნაშთი), გასავალი – 174 მანეთსა და 59 კაპიკს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1913 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში ორი კომისია მოქმედებდა: სარევისიო და წიგნების ვაჭრობის. განყოფილებამ ჩაატარა 4 სხდომა, გაირჩა 12 საქმე. თავმჯდომარე – იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი და ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების სასკოლო კომისიის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს პეტრე იორდანეს ძე ქუთათელაძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი და აქვსენტი ვასილის ძე მეგრელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომერედ აირჩიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ალექსანდრე პავლეს ძე ქუთათელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ლავრენტი იოანეს ძე წულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის მდივნად აირჩიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე, გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძე, თადეოზ გიორგის ძე კეშელავა და მიხეილ ოტიას ძე გვალია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებას 55 წევრი ჰყავდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილება 26 წევრმა დატოვა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 1 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში 31 ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების 1915 წლის შემოსავალი 1374 მანეთსა და 47 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 748 მანეთსა და 47 კაპიკს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 1 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების მდივანი იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე მთავარ გამგეობას ომიანობის გამო ნაბადას სკოლის ზედამხედველისა და გამგეობის 7 წევრის ქალაქიდან გახიზვნას ატყობინებს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სკოლის გამგე და პირველი კლასის მასწავლებელი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 12 ივლისს კავკავიდან დაბრუნებული გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და ილია აქვსენტის ძე ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სკოლას ესტუმრნენ. ამ დროისთვის სკოლას ჰქონდა საკუთარი შენობა, ფუნქციონირებდა 4 კლასი 125 მოსწავლით.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის გამგე და პირველი კლასის პედაგოგი იყო. კლასში 51 მოსწავლე სწავლობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს მართა ივანეს ძე ჩიხლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მეორე კლასის პედაგოგი იყო. კლასში 35 მოსწავლე სწავლობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს თამარ ასლანის ასული გელოვანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მესამე კლასის პედაგოგი იყო. კლასში 23 მოსწავლე სწავლობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ილია გიორგის ძე გოგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მეოთხე კლასის პედაგოგი იყო. კლასში 16 მოსწავლე სწავლობდა.