საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87469

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 19 მაისს ეკატერინე გაბაშვილისა თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის კრებას დაესწრო.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „გურგენაულის ბაბო“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „გურგენაულის ბაბო“ მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „გურგენაულის ბაბო“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 7 ივნისის გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული ეკატერინე გაბაშვილის სტატიის მიხედვით, ქართველი ქალები შეჩვეულები არ იყვნენ საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობას.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის ივნისში ეკატერინე გაბაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას დაესწრო.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ წერილში ეკატერინე გაბაშვილი რაფიელ ერისთავს ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავს ულოცავს და ხაზს უსვამს ქალებისადმი მიძღვნილი მისი სატრფიალო ლექსების მნიშვნელობას.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 18 იანვრის გაზეთ „დროებაში" დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის „სურათი ყმაწვილი ქალის ცხოვრებიდან“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მოლოდინოვმა თელავის საპატიმროს ბიბლიოთეკას ქართული წიგნები შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 მაისს შაჰმა ნასერ ალ-დინიმ თბილისში მუზეუმი დაათვალიერა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვილჰელმ შმიტცი პროვიზორი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიგო მახარობელის ძე ვარდანაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 15, 42 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეკატერინე გაბაშვილმა სათავადაზნაურო ბანკის წევრებს საქალებო სააზნაურო სკოლის დაარსება სთხოვა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის სტატია „რა ვუყოთ დაბრუნებულ ფულს?“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილის ერწოში მდებარე 653 დესეტინასა და 1820 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო და სათიბ ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ესტატე ლევანის ძე ციციშვილს საგურამოში 322 დესეტინა და 1524 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, სამოსახლო, საბოსტნე და სავენახე ადგილები ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილის „კანვაზე საკერი ანბანი“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან 20 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვაჟა-ფშაველას „ფშაველების ცხოვრებიდან“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა არისტო ვასილის ძე ქუთათელაძისთვის მიწერილი სილოვან თომას ძე ხუნდაძის წერილი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამუკა კონსტანტინეს ძე თურქიას ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მდებარე ორსართულიანი ქვიტკირის სახლი და 2330 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილს ერწოში 653 დესეტინა და 1820 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო და სათიბი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ესტატე ლევანის ძე ციციშვილის საგურამოში მდებარე 322 დესეტინასა და 1524 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბოსტნე და სავენახე ადგილებს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვასილი ემილიანოვი თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის ფოსტალიონად დაინიშნა და მისი ხელფასი 480 რუბლს შეადგენდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვასილ კრიალაშვილი თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის ფოსტალიონად დაინიშნა და მისი ხელფასი 480 რუბლს შეადგენდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ზაქარია ალადაშვილი ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის მემანქანე-ამკრებად დაინიშნა.