საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83999

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში, ქუთაისში, სასოფლო-სამეურნეო ბანკში ვარლამ ივანეს ძე ჭილაძესთან.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ა. მატოვი იყო მოჭიდავე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ერმაკოვი იყო მოჭიდავე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოლეინიკოვი იყო მოჭიდავე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მაკაროვი იყო მოჭიდავე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რომანოვი იყო ბიბლიოთეკარი.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნებუნიშვილი იყო ყაჩაღი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსთვის“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილმა კონსულმა ალექსანდრე ჩერქეზიშვილმა აგრაფინა ზარნეკაუს კირილე იოსელიანისა და კუკური ნაკაშიძის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს ალექსანდრე არაბიძეს, რომ ქაღალდი უკვე დიდი ხანია 160-180 000 მანეთად გაყიდეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს პროფესორ ალექსანდრე ცაგარელს, რომ სამკითხველო გადაიტანეს კომიტეტში, რადგან კარისკაცმა გაძარცვა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსთვის“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი იუწყება, რომ 1919 წლის თებერვლიდან ის აღარაა არც კონსული, არც კომიტეტის თავმჯდომარე, რადგან თავად ითხოვა თანამდებობიდან განთავისუფლება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს ნინო ნარიმანოვისას, რომ მისი ნივთები გადარჩა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს გრიგოლ დიასამიძეს, რომ მისი ძმა დათა ფიქრობს საქართველოში დაბრუნებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს დიმა ჭიაბრიშვილს, რომ იულია პოლონის ასული დიდ გაჭირვებაში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ გაყიდა ყველა ის ნივთი, რომლებსაც კონსულთან და გიორგი იორამაშვილთან ინახავდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსთვის“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს ზურაბ ავალიშვილს, რომ მისი ძმა ოსინკა გასულ წელს მოაწყო „გორპროდუქტში“, მას შემდეგ კი არ უნახავს. ზურაბ ავალიშვილის ნივთები ძმამ ჯერ დათა დიასამიძესთან გადაიტანა, შემდეგ გაყიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს აკაკი ხოშტარიას, რომ ვლად. გაბაშვილი და მისი ცოლი ელ. სუხომლინოვისა დიდი ხანია გოროხოვიას ციხეში სხედან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11-ლ თებერვალს განიხილავდნენ იმერეთის საეპარქიო უწყების საკასაციო საჩივარს თბილისის სასამართლო პალატის 1917 წლის 28 თებერვლის დადგენილ გადაწყვეტილებაზე კასატორ ეფრემ ვახტანგის ძე, ნიკო და მიხეილ ქრისტესიას ძე და გერმანე ლევანის ძე მაღლაკელიძეებთან ქუთაისის მიწათმოქმედების და სახელმწიფო ქონებათა სამმართველოს, როგორც მესამე პირის მონაწილე მამულის საკუთრების უფლების თაობაზე სარჩელის შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კრუნისლავ გერუცი პუბლიცისტი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს აბ. ურუშაძეს, რომ ლომბარდში მისი ნივთები დიდი ხანია დაიკარგა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს ალექსანდრე ქორქიას, რომ ლიახოვა ცოცხალია.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს გარდაიცვალა ნინო იაკობის ასული დაფქვიაშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საფაროვი იყო მოჭიდავე.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს სიმონ დიმიტრის ძე გოგიჩაძეს ქუთაისში, ინგლისის ქუჩაზე, ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 200 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ალექსანდრე, იოსებ და ივანე ხვთისავარის ძე ალიბეგოვებს ქუთაისში, ბაზრის ქუჩაზე, ერთსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 14 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდათ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონ დიმიტრის ძე გოგიჩაძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ინგლისის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 200 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.