რეგისტრირებული ფაქტები84008
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის „არითმეტიკა“ 80 კაპიკად იყიდებოდა.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წელს ეკატერინე კონსტანტინეს ასულ მიქელაძეს ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე, 442 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეიუბ სალა-ოღლის ქონება ჩამოართვეს და 6 წლითა და 8 თვით კატორღაში გაგზავნა მიუსაჯეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მიხეილ ნიკოლოზის ძე ხმალაძეს აძვში 92 დესეტინა და 1100 კვადრატული საჟენი ტყე, სამოსახლო, სათიბი, სავენახე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნინა ბეჟანის ასულ ყიფიანისას ქვიშხეთში 34 დესეტინა და 1080 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ამილახვარსა და გიორგი დავითის ძე ამილახვარს კასპსა და ძევერაში 31 დესეტინა და 250 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილი და საძოვრები ჰქონდათ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე, იოსებ და ივანე ხვთისავარის ძე ალიბეგოვებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 14 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილს ბულაჩაურში 2351 დესეტინა და 1800 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წელს ელისაბედ სიმონის ასულ ჩარექოვს ქუთაისში, გეგუთის ქუჩაზე, ერთსართულიანი ქვიტკირის დუქნები სარდაფით და მიწა ჰქონდა.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წელს ნესტორ და სამსონ მიხეილის ძე დიასამიძეებს ქუთაისში, სათავადო ქუჩაზე, ორსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 20 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ელისაბედ ნიკოლოზის ასულ ბაგრატიონ-მუხრანსკის სენებში 260 დესეტინა და 960 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო და სათიბი ადგილები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინა ბეჟანის ასულ ყიფიანის ქვიშხეთში მდებარე 34 დესეტინასა და 1080 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ ნიკოლოზის ასულ ბაგრატიონ-მუხრანსკის სენებში მდებარე 260 დესეტინასა და 960 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო და სათიბ ადგილებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანა სოლომონის ასულ წინამძღვრიშვილს საცხენისში 68 დესეტინა და 238 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, სათიბი, სავენახე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ ნიკოლოზის ძე ხმალაძის აძვში მდებარე 92 დესეტინასა და 1100 კვადრატულ საჟენ ტყეს, სამოსახლო, სათიბ, სავენახე ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილის ბულაჩაურში მდებარე 2351 დესეტინასა და 1800 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ამილახვრისა და გიორგი დავითის ძე ამილახვრის კასპსა და ძევერაში მდებარე 31 დესეტინასა და 250 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანა სოლომონის ასულ წინამძღვრიშვილის საცხენისში მდებარე 68 დესეტინასა და 238 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, სათიბ, სავენახე ადგილებსა და საძოვრებს.
1888
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკავში 120 წლის მოხუცი დუდა შანაევი ცხოვრობდა.
1888
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკავში 105 წლის მოხუცი გიგა ცარახოვი ცხოვრობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ჯორჯაძე ცხინვალში ღვინის საყიდლად ჩავიდა, თუმცა დაგემოვნების შემდეგ განაცხადა, რომ ეს ღვინოები გასაყიდად ვარგისი არ იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში ახალი წიგნი „კულა გლდანელი და ნესტორ ესებუა“ იყიდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე რაევის შუამდგომლობით თბილისის სასულიერო სემინარიაში სახელმწიფო ვაკანსიით განსაზღვრული მოსწავლეთა მისაღები ადგილები გაზარდეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სამსონ ჭოჭუა 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.