საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87466

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს კონსტანტინე დიმიტრის ძე ტატიშვილს ძვილეთში 4 დესეტინა და 960 კვადრატული საჟენი სამოსახლო ადგილები და ვენახი ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სალაყაია სოფ. სუჯუნას ორკლასიანი სკოლის ნორმალურ სკოლად გადაქცევას ცდილობდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წელს კატორღამისჯილი ხეთაგური სასჯელს მეტეხის ციხეში იხდიდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ და გიორგი ალექსანდრეს ძე აბაშიძეების, ბარბარე ალექსანდრეს ასულ მაისურაძის, ელენე ალექსანდრეს ასულ ტომსონისა და ნინა ალექსანდრეს ასულ ბუღაევის გურჯაანში მდებარე 3 დესეტინასა და 1140 კვადრატულ საჟენ ტყესა და ვენახს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს იოსებ და გიორგი ალექსანდრეს ძე აბაშიძეებს, ბარბარე ალექსანდრეს ასულ მაისურაძისას, ელენე ალექსანდრეს ასულ ტომსონისას და ნინა ალექსანდრეს ასულ ბუღაევისას გურჯაანში 3 დესეტინა და 1140 კვადრატული საჟენი ტყე და ვენახი ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით ვახტანგის ძე ჯორჯაძის წინანდალში მდებარე 7 დესეტინასა და 1950 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და ვენახს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით ვახტანგის ძე ჯორჯაძეს წინანდალში 7 დესეტინა და 1950 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და ვენახი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ბარბარე ივანეს ასულ ჯანდიერისას ახმეტაში 2 დესეტინა და 590 კვადრატული საჟენი სამოსახლო ადგილები და ბაღი ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ბარბარე ივანეს ასულ ჯანდიერის ახმეტაში მდებარე 2 დესეტინასა და 590 კვადრატულ საჟენ სამოსახლო ადგილებსა და ბაღს.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დ. ჩოლოყაშვილმა სოფ. ბაკურციხის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ზაქარია რევაზის ძე ბებურო-ვაჩნაძის ბაკურციხესა და კარდანახში მდებარე 4 დესეტინასა და 1060 კვადრატულ საჟენ ვენახებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ზაქარია რევაზის ძე ბებურო-ვაჩნაძეს ბაკურციხესა და კარდანახში 4 დესეტინა და 1060 კვადრატული საჟენი ვენახები ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 3 მაისს თბილისში ჩამოსულ შაჰ ნასერ ალ-დინის თავადაზნაურობა და ლუარსაბ ალექსანდრეს ძე მაღალაშვილი დახვდნენ.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეოფილია ბორისოვი თავმდების დახმარებით გაათავისუფლეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სალომე ალექსანდრეს ასულ ვაჩნაძის ვეჯინში მდებარე 4 დესეტინასა და 920 კვადრატულ საჟენ ვენახს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სალომე ალექსანდრეს ასულ ვაჩნაძისას ვეჯინში 4 დესეტინა და 920 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინა იაგორის ასულ ბებურო-ვაჩნაძის კარდანახში მდებარე 4 დესეტინასა და 330 კვადრატულ საჟენ ვენახს, ბაღსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნინა იაგორის ასულ ბებურო-ვაჩნაძეს კარდანახში 4 დესეტინა და 330 კვადრატული საჟენი ვენახი, ბაღი და საძოვრები ჰქონდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლღა თევდორეს ასულ წინამძღვრიშვილის მოკვლაში ბრალდებულ ეიუბ-სალა-ოღლის მელიქ-ადამოვი იცავდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეიუბ-სალა-ოღლის ოლღა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოფიო სიმონის ასულ მაყაშვილის რუისპირსა და იყალთოში მდებარე ერთ დესეტინასა და 210 კვადრატულ საჟენ ვენახებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სოფიო სიმონის ასულ მაყაშვილს რუისპირსა და იყალთოში ერთი დესეტინა და 210 კვადრატული საჟენი ვენახები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელისაბედ ივანეს ასულ მაჩაბელს კარდანახში 2 დესეტინა და 1990 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 1-ელი სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სამსონ ყიფიანის განცხადება, რომ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის პირველ განყოფილებაში 40 თავისუფალი ადგილი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ელი მარტიდან მთავარმართებლის განკარგულებით რუსიევი თელავის მაზრის სამმართველოს რეგისტრატორად გადაიყვანეს.