რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ალექსანდრე წუწუნავასა და ალექსანდრე ახმეტელის რეჟისორობით პიესა „ქრისტინეზე“ ფილმს იღებდნენ.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის ზაფხულში მსახიობი ვასილ აბაშიძე უსახსრობის გამო დასასვენებლად ვერსად წავიდა და კლუბების წარმოდგენებში იღებდა მონაწილეობას.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ანა შოთაძე და იუზა ზარდალიშვილი ხაშურის დრამატული წრის მიწვეული მსახიობები იყვნენ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძე ხაშურის დრამატული წრის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვმა თავისი 40-ოთახიანი სახლი (40 000 მანეთის ღირებულების) ქართველ ქალთა განათლების საზოგადოებას შესწირა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს გრიგოლ ყარამანის ძე ძნელაძე, ნანა ალექსის ასული ყაჭეიშვილისა, იოსებ ფილიპეს ძე ყაჭეიშვილი და კ. მესხი ხაშურის დრამატული წრის გამგეობის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს მარტყოფის თეატრ-სამკითხველოს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს რახიელ ბეჟანიშვილმა, მასწავლებელმა ელენე კუხიანიძემ და ღვთისო სალთხუციშვილმა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ხაშურის დრამატული წრის სცენისმოყვარე წევრები იყვნენ: ქეთო კალაძე, დ. ძნელაძე, ნ. სიხარულიძე, მ. ქუთათელაძე, ვასილ ხოზბერაშვილი, დ. სხილაძე, ს. პაპუნაშვილი და სხვ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ხაშურის დრამატული წრის სცენისმოყვარე წევრები იყვნენ: სვიმონ დევდარიანი, ალექსანდრე კორძაია, მ. კვალიაშვილი, გრიგოლ დევდარიანი, ან. კოკელიძე, მ. რევაზიშვილი, ვ. მაღრაძე და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ზაფხულში ხარფუხის კლუბის მამასახლისთა საბჭომ ალექსანდრე სიმონის ძე ლორთქიფანიძის ინიციატივით კლუბის ეზოში საზაფხულო სცენა მოაწყო და კვირაში ერთხელ ქართულ წარმოდგენებს მართავდა.

