საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89831

1868

ტიპი: ღონისძიება

სასულიერო კარიერისთვის თედო სახოკიას დაბადებიდან, 1868 წლიდანვე ყველაფერი ხელს უწყობდა: სასულიერო შთამომავლობა, სპეციალური სასულიერო აღრზდა და მუდმივად სასულიერო წრეებში ტრიალი.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლამდე ნაქონ დუტუ მეგრელის მამის, თომას „ჟამნზე“ ყოფილა მინაწერები მისი გვირგვინკურთხევის, გარდაცვალებისა და ვაჟის დაბადების თარიღებით.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს ჩვილი თედო სახოკია აღმრზდელებმა ცეცხლში დაწვას გადაარჩინეს.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868 წელს დაბადებული სიმონ ქვარიანი ეროვნებით იყო ქართველი.

1868

ტიპი: სტატუსი

1868 წელს დაბადებული სიმონ ქვარიანი იყო აზნაური.

1868

ტიპი: სტატუსი

1868 წელს დაბადებული სიმონ ქვარიანი სოციალური მდგომარეობით იყო მომსახურე.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868 წელს სიმონ ქვარიანი დაიბადა ქუთაისში, ღარიბ ოჯახში.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს ალექსი ქვარიანი იყო მებაღე.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს სიმონ ქვარიანს ჰყავდა მამა, ალექსი ქვარიანი.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868 წელს სოფელ მაკვანეთში დაიბადა თევდორე კიკვაძე.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს თევდორე კიკვაძეს ჰყავდა მამა, გაბრიელ კიკვაძე.

1868

ტიპი: სტატუსი

1868 წელს თევდორე კიკვაძის მამა, გაბრიელი ღარიბი გლეხი იყო.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868 წელს სიმონ ქვარიანის დედა იყო ოჯახის დიასახლისი.

1868

ტიპი: განათლება

1868 წელს თევდორე კიკვაძის დედამ წერა-კითხვა არ იცოდა.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს ნამანევის მონასტრის წინამძღვარი იყო ვენედიქტე.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს ნამანევის მონასტრის წინამძღვარი ვენედიქტე იყო იღუმენი.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 5 იანვარს ფსევდონიმით გ-თელი გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის წერილი „ორიოდე სიტყვა კომედიაზე „ვაი ჭკუისაგან“ და რუსულ ტრუპპაზე“.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე კარლ ლევის ძე ზისერმანს დაევალა საზოგადოების ადგილობრივი გამგეობის საქმეთა და ფინანსთა მართვა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების სხდომაზე ექიმი შალიგინის მიერ წარმოდგენილი საველე გადასატანი ნივთების დათვალიერება-შეფასება დაევალა ექსპერტთა საგანგებო კომისიას.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე საზოგადოების წევრ-დამფუძნებელმა, ექიმმა შალიგინმა დამსწრეთ წარუდგინა მის მიერ შექმნილი საველე საკაცე.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე საზოგადოების წევრ-დამფუძნებელმა, ექიმმა შალიგინმა დამსწრეთ წარუდგინა საველე გადასატანი ნივთების მისეული მოდელები.

1868

ტიპი: ორგანიზაცია

1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ კავკასიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით აირჩიეს საზოგადოების ადგილობრივი გამგეობის წევრები: ანდრია ანდრიას ძე ლიბაუ, პ. თ. რერბერგი, ა. ი. ვასტენი და მ. ი. როსლავლევი.

1868

ტიპი: ორგანიზაცია

1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე აირჩიეს ადგილობრივი გამგეობის წევრები: ბ. კ. მეიენდორფი, პავლე ივანეს ძე ქუთაისოვი, ალექსანდრე ლაზარეს ძე ტაიროვი და კარლ ლევის ძე ზისერმანი.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკიმ დამსწრეთ შესთავაზა ადგილობრივი გამგეობის წევრთა არჩევა.