რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ანასტასია თუმანიშვილის თხოვნა სახალხო ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემის შესახებ.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 16 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის ცხოველთა დაცვის საზოგადოების წევრად აირჩიეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსი ჭიჭინაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის სკოლებში სარევიზიოდ გაგზავნა გადაწყვიტეს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ ჟურნალიდან „Отечественные Записки“ ჯორჯ ლეთროპის ნოველა „გარიყული“ თარგმნა. ჟურნალში ტექსტი უავტოროდ და შეცვლილი სათაურით („Нью-йоркский бродяга“) იყო დაბეჭდილი, ამიტომ ნოველა ილიამაც უავტოროდ და შეცვლილი სათაურით („უბინაო კაცი ნიუ-იორკში“) გამოაქვეყნა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 18 მაისს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ მხარი დაუჭირა ვასილ გიორგის ძე მაჩაბლის წინადადებას, დაეფინანსებინათ საცხენისიდან თელავში გადატანილი სასწავლებელი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 რედაქტორის სახელზე ელისაბედ ღოღობერიძის წერილი დაიბეჭდა. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: გიორგი ნინუა, გიორგი ახობაძე, დათიკო შენგელია და სხვები.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებულ ილია ჭავჭავაძეს ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა დაწვრილებით გამოჰკითხა კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად გაგზავნილი დელეგატების მუშაობის შესახებ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 14 თებერვალს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში საადგილმამულო კრედიტის დაწესებულებათა წარმომადგენლების მეხუთე ყრილობის მონაწილეებთან ერთად ფინანსთა მინისტრთან აუდენციაზე იმყოფებოდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 21 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ქართველ ქალთა კომიტეტის თხოვნა საზოგადოების სასარგებლოდ ლატარიის გამართვასთან დაკავშირებით.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 21 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი წერეთლის „რუხი მგელის“ დაბეჭდვა გადაწყვიტეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვმა ბანკის თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირება მოითხოვა, მაგრამ მის წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე მოგების განაწილების განხილვის დროს, ილია ჭავჭავაძემ სხდომას სათავადაზნაურო სკოლის დაფინანსება შესთავაზა, ეკატერინე გაბაშვილმა კი მოითხოვა ქალთა განათლებისთვისაც გამოეყოთ თანხა.

