რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1857
ტიპი: თანამდებობა
1857-1875 წლებში ივანე კერესელიძე ჟურნალ ,,ცისკრის” რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 4 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ და იოსებ შალიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკას გადასცეს ხელნაწერი წიგნები: „ვისრამიანი“, „ქილილა და დამანა“, „სიბრძნე სიცრუისა“ და ა. შ.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 20 ივნისს ვასო აბაშიძე ილია ჭავჭავაძისა და თეატრალური ამხანაგობის მიმართ პროტესტის ნიშნად სპექტაკლზე არ მივიდა, ამიტომ წარმოდგენა არ შედგა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ანტონ ნატროშვილის თხოვნა თავისი წიგნის „კრებული არითმეტიკის ამოცანებისა და სავარჯიშო მოქმედებათა წარმოების მასალებისა“ გამოცემის შესახებ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 31 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე არ დააკმაყოფილეს სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებლის მოსე ბურჯანაძის საჩივარი მისი უკანონოდ გათავისუფლების თაობაზე.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 31 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს, მაგრამ არ დააკმაყოფილეს ქუთაისის სახალხო სკოლათა დირექტორის მოთხოვნა სენაკის სკოლის ინსპექტორის თანამდებობიდან სამსონ გიორგის ძე ყიფიანის გადაყენებისა და ამ სკოლაში სწავლების მეგრულ ენაზე შემოღების თაობაზე.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 4 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით ბათუმის სკოლაში მოლა უნდა მოეწვიათ.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მეორე ნომრის გამოცემაზე.
1863
ტიპი: მფლობელობა
1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ნებართვა საცენზურო კომიტეტისაგან „საქართველოს მოამბის“ პირველი ნომრის დაბეჭდვაზე.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძის რეჟისორობით ქართულმა დრამატულმა დასმა ახალი პიესის მომზადება დაიწყო.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის სკოლის მასწავლებლისა და სახალხო სკოლების დირექტორის მიმოწერის შესახებ იმსჯელეს.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863 წელს ენფიანჯიანცის სტამბამ დაგვიანებით დაიწყო ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ ბეჭდვა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 29 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორიის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს თონეთის სკოლის მასწავლებლის თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთები და მასწავლებლის მოვალეობის შესრულება დროებით ტერენტი ნიკოლოზის ძე წერეთელს დაავალეს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის დეკემბერში ქართველთა საგამომცემლო ამხანაგობამ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულის ბეჭდვა დაიწყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 27 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის თეატრში უილიამ შექსპირის „მეფე ლირის“ წარმოდგენას დაესწრო.
1863
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1863 წელს ილია ჭავჭავაძე სტუმრად მივიდა ბარბარე ბაგრატიონ-ორბელიანისასთან.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ ექვთიმე თაყაიშვილს ურჩია, თედო დავითის ძე ჟორდანიასთვის ცილისწამების გამო სამედიატორო სასამართლოში ეჩივლა. ილიამ მედიატორად ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის გაუწია რეკომენდაცია.

