საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80272

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ გრიგოლ ყიფშიძეს არჩილ მეფის „საქართველოს ზნეობანი“ გაუგზავნა და სთხოვა, მის მიერ მიცემული სათაურით დაებეჭდა ჟურნალ „ივერიის“ ბოლო ნომერში.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძის წინადადებით მიიღეს დადგენილება, რომ შეეძინათ კავკასიის არქეოლოგიური კომისიის მასალების ყველა ტომი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 4 ნოემბერს ანდრია ღულაძემ წერილობით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეს ილია ჭავჭავაძეს, რომ საზოგადოებას თავის დაქვემდებარებაში მიეღო და მფარველობა გაეწია პედაგოგიურ ჟურნალ „ნობათისთვის“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ოქტომბერში იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ „ბუნების კარში“ ილია ჭავჭავაძის ლექსები დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აკაკი წერეთელს სთხოვეს სენაკის სათავადაზნაურო სკოლის საზეიმო კურთხევას დასწრებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აკაკი წერეთელს, გიორგი იოსელიანსა და ალექსი მირიანაშვილს საზოგადოების მიერ გამოსაცემი წიგნების შერჩევა დაევალათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა დავით მესხს, რომლითაც შეატყობინა, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებოდა ივანე მაჩაბელს გაზეთ „დროების“ ვალის გადახდაში.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის გამგებელს და საცენზურო კომიტეტს ჟურნალ „ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „იმერული „დანოსები“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 10 ოქტომბრიდან ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი ქართულ სცენაზე გამოდიოდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძე და დავით ერისთავი რუსული დასის მსახიობის, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის თამაშის სანახავად ნიკოლოზ ჩერნიშევსკის პიესას „წამხდარი ცხოვრება“ დაესწრნენ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის შემოდგომაზე სპექტაკლის „წამხდარი ცხოვრება“ ნახვის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ მსახიობი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი გაიცნო და შეიტყო, რომ მას ქართული ენის სწავლა და ქართულ დასში გადასვლა სურდა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძესთან გაგზავნილ წერილში ეკატერინე გაბაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ბანკმა დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილის, ბარბარე ნიკოლოზის ასულ ყიფიანის ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის ხარჯები არ დააფინანსა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ბათუმის სკოლა“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ივანე გვარამაძეს მისწერა და სთხოვა, ეცნობებინა, რამდენი შეგირდი სწავლობდა ხიზაბავრის ერთწლიან სამრევლო სკოლაში და რა სასკოლო ნივთები სჭირდებოდათ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ქართველები საქართველოში“ დასაწყისი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ქართველები საქართველოში“ დასასრული.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის ოქტომბერში მღვდელმა ივანე გვარამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, ხიზაბავრის ერთწლიანი სამრევლო სკოლა თავის დაქვემდებარებაში მიეღო და მატერიალური დახმარება აღმოეჩინა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ოქტომბერს გაზეთ „შრომაში“ ყლურწის ფსევდონიმით დაბეჭდილ იუმორისტულ ფელეტონში „ილია ჭავჭავაძე – რედაქტორი“ „ილია ჭავჭავაძე – ბანკის მმართველს“ ბანკის დარბაზში „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის სხდომის ჩატარების აკრძალვის გამო უჩივის.

1881

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1881 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ შეიტყო, რომ მსახიობი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იმ სარდიონ ალექსი-მესხიშვილის ვაჟი იყო, რომელიც 1861 წელს ჟურნალ „ცისკარში“ ენის საკითხებთან დაკავშირებით „მამებსა და შვილებს“ შორის გამართულ პოლემიკაში ჩაება.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ივანე გვარამაძეს შეატყობინა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება თანახმა იყო, თავის დაქვემდებარებაში მიეღო მის მიერ დაარსებული ხიზაბავრის ერთწლიანი სამრევლო სკოლა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „თეატრის შესახებ“ ხელმოწერით „ქართული თეატრის მოყვარე“.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას, რომელზეც მიიღეს დადგენილება, საზოგადოების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად კიდევ ერთი სკოლა და ბიბლიოთეკა დაარსებულიყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა ქართველთა შროს წერა-კთხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას, რომელზეც მოისმინეს განვლილი წლის ანგარიში და დაამტკიცეს ახალი ხარჯთაღრიცხვა.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წელს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სტეფანე ზუბალაშვილი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.