საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93598

1915

ტიპი: მფლობელობა

1915 წელს არკადი მიქაშავიძე წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს გიორგი სუმბათაშვილი დაინიშნა ცარიცინის 146-ე ქვეითი პოლკის მეთაურად.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს გიორგი სუმბათაშვილს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 2 ივნისს გიორგი სუმბათაშვილი წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ევგენი იმნაძე წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ევგენი იმნაძე წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ალექსანდრე ლიონიძე წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ალექსანდრე ლიონიძე წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძეს მიღებული ჰქონდა სპარსეთის „ლომისა და მზის“ III ხარისხის ორდენი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 იანვარს გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მღვდელი იაკინთე იოსების ძე გორგაძე, მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი, ალექსი ნიკოლოზის ძე ხმალაძე, რაჟდენ გვერდწითელი, გიგო ერმალოზის ძე აბრამიშვილი, ილარიონ ლევანის ძე დალაქიშვილი, ყარამან კობახიძე და კირილე გლახოს ძე პაქსაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძემ ითხოვა, მის მაგივრად ახალი თავმჯდომარე აერჩიათ.

1915

ტიპი: სტატუსი

1915 წლის 3 იანვარს ბაგრატ ბეთანელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების წევრად დაამტკიცეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 იანვარს ქუთაისის საავადმყოფოში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის გაიმართა საღამო პავლე ფრანგიშვილის მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 იანვარს სურამის კლუბში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს „პატარა კახი“ გრ. სულიაშვილის, გივი ვლ. ღოღობერიძის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 იანვარს გიორგი სუმბათაშვილი გიორგის ოქროს იარაღით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 იანვარს გიორგი სუმბათაშვილი გიორგის ოქროს იარაღით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 4 იანვარს ბაქოში წარმოადგინეს ვ. გოგოლის „რევიზორი“, რომელშიც შალვა დადიანმა ითამაშა გოროდნიჩი, ქარქაშაძემ – ხლოპოვი, ახობაძემ – მსახური ოსიპი, გ. პავლიაშვილმა – ბობჩინსკი, ა. ჭუმბურიძემ შეასრულა დობოჩინსკის, ა. პავლიაშვილმა კი – შპეკინის როლი, ქეთო ელეფთერის ასული ანდრონიკაშვილმა ითამაშა ანა ანდრეევნა და ა.შ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე აბაშელის ლექსი „ზამბახის ფოთლები“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა ქიქოძის შარჟი კომპოზიტორ კონსტანტინე ფოცხვერაშვილზე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „რა სევდიან ზღაპარს ამბობს ქარი...“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით მესხის წერილი „ომი, ომზე, ომის გამო“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დია ჩიანელის მოთხრობა „სიყრმის საჩუქარი“.