რეგისტრირებული ფაქტები89831
სორტირება თარიღი მზარდობით
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 13 დეკემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ ამიერკავკასიის სასოფლო ხალხოსნობის კრების მდივან ნიკოლოზ სიტოვსკის კრებისათვის განსახილველად წარუდგენია „სასოფლო ხალხოსნობის კომისივრობისა და სასოფლო ხალხოსნობის შკოლის გამართვის პროექტი“, რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა დარგობრივი სასწავლებლების დაარსებას ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ფოთის საბაჟოს გამგებელი ტიმოთერევი წმინდა ანნას II ხარისხის გვირგვინით დააჯილდოვეს.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის გუბერნიის უმაღლესი სამმართველოს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ტარსაიძე წმინდა სტანისლავის II ხარისხის გვირგვინით დააჯილდოვეს.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის ვიცე-გუბერნატორი აკიმ ნესტორის ძე მიცულოვი წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების სამმართველოს საქმის მწარმოებელი ნიკოლოზ სიტოვსკი წმინდა ანნას II ხარისხის გვირგვინით დააჯილდოვეს.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების სამმართველოს უფროსის თანაშემწე, გენერალ-მაიორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მურავიოვი წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების სამმართველოს გამგებელი, ტიტულოვანი მრჩეველი ვასილ ათანასეს ძე ძუბენკო წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის გუბერნიის სამოქალაქო უწყების სამკურნალო ნაწილის გამგებელი, ტიტულოვანი მრჩეველი პეტრე ივანეს ძე სობოლშჩიკოვი წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 29 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით სიღნაღის მაზრის სასწავლებლის საპატიო ზედამხედველი ალექსანდრე ნიკიტას ძე მირზოევი წმინდა ანნას II ხარისხის გვირგვინით დააჯილდოვეს.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომარე იყო კ. ფ. ბრიოშნოვსკი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ი. ი. ტალკოს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის მიუწოდებია ცნობები ტვინის თანდაყოლილი თიაქრის შემთხვევების შესახებ.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის შვილების ექიმი იყო ადოლფ ალექსანდრეს ძე რემერტი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მიხეილ თევდორეს ძე ბარტოლომეი იყო სახელმწიფო მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ირაკლი კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი იყო სახელმწიფო მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ სტეფანე ალექსანდრეს ძე ტალიზინი იყო კოლეგიის მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მიხეილ თევდორეს ძე ბარტოლომეი იყო მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის კარის კამერ-იუნკერი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ პავლე შამირის ძე მელიქ-ბეგლიაროვი იყო კოლეგიის მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანი იყო ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ იასონ ჯიმშერის ძე თუმანოვი იყო სახელმწიფო მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს იასონ ჯიმშერის ძე თუმანოვი იყო კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სამეფო კარის კამერგერი.

