საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80244

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 4 ივლისამდე ილია ჭავჭავაძე ალექსანდრე ცაგარელთან ერთად პეტერბურგის მიტროპოლიტ ანტონს შეხვდა და დიდხანს ისაუბრეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებზე.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა თბილისში კონიაკის დასაძველებელი საწყობი აშენა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 25 ივლისამდე პეტერბურგში მყოფმა დავით სარაჯიშვილმა ილია ჭავჭავაძის თხოვნით სასტუმრო „ევროპაში“ გამართა სადილი, რომელსაც დაესწრნენ სოციალ-დემოკრატი დეპუტატები: ისიდორე რამიშვილი, ნოე ჟორდანია, ივანე გომართელი, ალექსანდრე ცაგარელი, ივანე ზურაბიშვილი, მალაქია ბოლქვაძე. ილიამ მათ სთხოვა, სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე მხარი დაეჭირათ საქართველოს ავტონომიის მოთხოვნისთვის. დეპუტატები შეჰპირდნენ, რომ ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდნენ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 21 ივლისს ხალხთა თავისუფლების პარტიამ ილია ჭავჭავაძე საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე მიიწვია.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 13 ივლისს თბილისის საადგილმამულო ბანკის გამგეობამ ილია ჭავჭავაძეს წერილობით აუწყა, რომ მისი და მისი მეუღლის მამულები საჯარო ვაჭრობიდან მოხსნეს და ყოველთვიურად პენსიიდან 300 მანეთს დაუქვითავდნენ.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 9 ივნისიდან ნიკოლოზ ანდრიას ძე სოფიისკი საქართველოს ეგზარქოსი იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 22 ივნისს ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო კანცელარიიდან შეატყობინეს, რომ 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო თავად-აზნაურთა საკრებულოში, სადაც უნდა განეხილათ კანონპროექტი სიკდილით დასჯის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 11 ივნისს ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილმა პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს საბანკო საკითხების შესახებ გამართული თავად-აზნაურთა კრების შედეგები შეატყობინა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 6 ივლისის შემდეგ ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში, დაესწრო 6 ივლისს თბილისის გიმნაზიის დარბევის დროს მოკლული ინსპექტორის, შიო ალექსის ძე ჩიტაძის პანაშვიდს. პანაშვიდს მხოლოდ ორი ადამიანი ესწრებოდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 3 ივლისს მიწათმოწყობისა და მიწათმოქმედების მთავარმა მმართველმა ილია ჭავჭავაძეს გაუგზავნა წიგნი „რუსეთის სოფლის მეურნეობის სტატისტიკურ მონაცემთა კრებული XIX საუკუნის ბოლოსთვის“ და მასზე დართული კარტოგრამებისა და დიაგრამების ატლასი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 11 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად კრწანისის ველზე დაესწრო კრწანისის ბრძოლის ასი წლისთავის აღსანიშნავ მსვლელობას და პანაშვიდს. მსახურებას ატარებდა ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 7 მაისიდან 12 ივლისამდე რუსეთის სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე ილია ჭავჭავაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნიკოლოზ II-მ მისი გაცნობის სურვილი გამოთქვა და აუდიენციაზე მიიწვია. ილიამ იმპერატორზე უაღრესად გონიერი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ქართველ მწერალთა კავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 25 იანვარს, 12 საათზე, დიდუბის პანთეონში საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის აღსანიშნავად გაიმართებოდა საეკლესიო და სამოქალაქო პანაშვიდები ქართველ პოეტთა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა – ნიკოლოზ ბარათაშვილის, გიორგი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, იროდიონ ევდოშვილის, არჩილ ჯორჯაძის, კიტა აბაშიძის, იაკობ გოგებაშვილის, ლალიონის, ნინო ორბელიანისას და სხვ. – მოსახსენებლად. სიტყვით უნდა გამოსულიყვნენ დავით კლდიაშვილი, ვასილ ბარნოვი, ივანე გომართელი, აკაკი პაპავა, პაოლო იაშვილი და სხვ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 10 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ახალ-მოსულის ფსევდონიმით ილია ჭავჭავაძის სტატია „პატარა საუბარი“ გამოქვეყნდა.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბართლომე ჩოჩუა მომჩივანი იყო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 22 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით ახალ-მოსული ილია ჭავჭავაძის სტატია „არაპატარა საუბარი“ გამოქვეყნდა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს სპირიდონ ვირსალაძემ ილია ჭავჭავაძე იმავე წლის 25 ოქტომბერს თბილისის სამეურნეო ბანკში ქართველ პროგრესისტთა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 16 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ პროფესორ ჰუგო შუხჰარდტს საჩუქრად გაუგზავნა „ნარკვევები ქართული სიტყვიერების ისტორიიდან“ და „ივერიის“ ის ნომრები, რომლებშიც დაბეჭდილი იყო სტატია „კვალი საერო პოეზიისა „ქართლის ცხოვრებაში“ და მისწერა, რომ ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი დაინტერესება ქართული კულტურით.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 2 ივლისს სესხის ყოველთვიური პროცენტების გადაუხდელობის გამო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობამ გადაწყვიტა, ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის მამულები საჯარო ვაჭრობით გაეყიდათ. ილიამ სთხოვა, მამულების გაყიდვა შეეჩერებინათ და თანხა ამავე ბანკის მიერ მისთვის დანიშნული პენსიიდან დაექვითათ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 4 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დავით ცინცაძის წინადადება ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გალობის მასწავლებლად და მოსწავლეთა მეთვალყურედ დანიშვნის შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ქართველ კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში მარი ბროსეს დაბადებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად პანაშვიდი გადაიხადა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 20 აპრილამდე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა მოსკოვის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, პეტრე ტრუბეცკოის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევისთვის თელავის თავად-აზნაურთა სახელით დეპეშით მადლობა გადაუხადა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დეპეშა გაუგზავნა საფრანგეთის საერო განათლების მინისტრს, ჟორჟ ლეიგს და ფრანგი მეცნიერის, მარი ბროსეს დაბადებიდან 100 წლის იუბილე მიულოცა, თან უამბო, ქართველმა ხალხმა როგორ აღნიშნა ეს დღე საფრანგეთის კონსულთან ერთად.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო რაფიელ ერისთავის საიუბილეო კომიტეტის სხდომაში, რომელზეც საბოლოოდ უნდა დადგენილიყო საიუბილეო ზეიმის დაწვრილებითი პროგრამა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 10 სექტემბრამდე ილია ჭავჭავაძემ თბილისიდან მოკლე ბარათით შეატყობინა მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს, რომ საქმეების გამო საგურამოში ვერ ადიოდა და სთავაზობდა კვირას ეკიპაჟით თბილისში ჩასვლას, რათა ორშაბათს ერთად დასწრებოდნენ კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ პანაშვიდს.