რეგისტრირებული ფაქტები80220
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N7) დაიბეჭდა წერილი რედაქციის სახელზე პროვინციიდან, რომელსაც ხელს აწერს აკულანა ხარებაძე, და შემომწირველთა სია: ალექსანდრე კვარაცხელია, ქუჩა დეკანოსიძე, ტრიფონ თაბუკაშვილი, ლეონტი ჭიპაშვილი, ბიკტორ ჩაჩიბაია, დათიკო კვინიკაძე, ილია რომანაშვილი, სეფე ლეჟავა, ალექსანდრე კიკნაძე, ნიკო დეკანოსიძე, პელო დეკანოსიძე, ალ. მაისუროვი, სოკ. ძიმისტარაშვილი, ვერა გეწაძე, ვალენტინა ლომსაძე, ამბერკი წიქარიშვილი, დავით გორგაძე, იაკინ. მასხარაშვილი, პროფ. სკ. გამ. პარასკევა აბაშიძე-ასათიანისა, მელიკო გუნცაძე, კოტე ნიკოლაიშვილი, ლიდა კიკნაძე, ვალერია ბოჭორიშვილი, თამარა კვირიკაშვილი, ვასილ ლომსაძე.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 25 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N7 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა კრისტაბელ პანკჰერსტის პუბლიკაცია „საზარელი მტარვალობა (მთავრობა და თეთრი მონები“), რომელშიც ავტორი საუბრობს ქალთა უთანასწორობაზე, განიხილავს პროსტუტუციას – თეთრი მონებით ვაჭრობას და ასევე ქალთა მუშაობის საკითხს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 მაისს სახელმწიფო დუმის წევრთა თათბირზე ყოფილმა კრონშტადის კომისარმა, დეპუტატმა ვ. ნ. პეპელიაევმა განაცხადა, მას ჰქონდა საფუძველი ეფიქრა, რომ კრონშტადში მოქმედებდნენ პროვოკატორები და გერმანელი აგენტები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 მაისს ქუთაისის ეპარქიის საეკლესიო სკოლების მასწავლებელთა ყრილობამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით თბილისში გაგზავნა დეპეშა, რომლის ადრესატები ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრი კიტა აბაშიძე და აკაკი ჩხენკელი იყვნენ. დეპეშას ხელს აწერენ თავმჯდომარე ჩიხლაძე, მდივანი სანიკიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 9 დაიბეჭდა „წერილი სამტრედიიდან“, რომელსაც ხელს აწერს „სამტრედიელი ქალი“. მისი ცნობით, კვირას 28 მაისს დ. სამტრედიაში ჩატარდა აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნები, ასარჩევი იყო აღმასრულებელი კომიტეტის ოცდაერთი წევრი და მათი ექვსი კანდიდატი. კრების თავმჯდომარე გ. დუნდუას განცხადებით, არჩევნები იქნებოდა თავისუფალი, ფარული კენჭისყრით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ორივე სქესის სრულწლოვანი მოქალაქეები. მან გამოაქვეყნა რა უკვე შემუშავებული წევრთა და კანდიდატთა სია, დასძინა, რომ ეს პირები უნდა აერჩიათ. სტატიის ავტორის აზრით, ეს არ ნიშნავს ძალდაუტანებელ და თავისუფალ არჩევნებს, ამას გარდა გამოქვეყნებულ სიაში არცერთი ქალი არ იყო დასახელებული, ამიტომ ის ქალებს მოუწოდებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლისკენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ და ორ ივნისს სურსათის სამინისტროში გამართულ თათბირს ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე პ. ი. საბაშვილი, ვ. ი. არდიაშვილი, ა. ა. მიანსაროვი, ს. ა. დანდუროვი, ე. ს. დარჩია, დ. ი. პოპოვი, ფ. კიკვაძე და ე. მ. კალვეიტი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N8 ფსევდონიმით „ჰარიეტ...“ დაიბეჭდა წერილი „რამოდენიმე სიტყვა ჩვენს უნუგეშო მდგომარეობაზე“, რომელშიც ავტორი საუბრობს ქალთა უნუგეშო მდგომარეობაზე და ახსენებს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ N6-ში გამოქვეყნებულ „პროლეტარი ქალის“ წერილს.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 1-ელი ივნისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N8) ცნობით, ქუთაისში დააპატიმრეს ჯარისკაცი ფაღავა, რომელსაც მოპარული იარაღი აღმოაჩნდა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N8 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გაზეთ „რ. ს.“-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ იურიდიული თათბირის განსახილველად ახალ მთავრობასთან წარდგენილია დამფუძნებელი კრების არჩევნების შესახებ პროექტი, რომლის ძირითადი დებულება მოითხოვს დამფუძნებელი კრების წევრები არჩეული იქნენ საყოველთაო, პირდაპირი, ფარული და თანასწორი ხმით განურჩევლად სქესთა პროპორციული არჩევნების სისტემით. არჩევნებში მონაწილეობით სარგებლობს რუსეთის ყველა მოქალაქე ქალ-ვაჟი 20 წლის ზემოთ. არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ადმინისტრაციული მთავრობის წარმომადგენლები, მათი თანაშემწეები, მილიციაში მოსამსახურენი, სულიერად ავადმყოფები, ყრუ-მუნჯები და სასამართლოს მიერ ღირსებააყრილები.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N8 გაზეთ „რ. სლოვოზე“ დაყრდნობით აქვეყნებს სამხედრო მინისტრ ა. კერენსკის სიტყვას კიევში, რომელიც ამბობს, რომ ზოგიერთი კავკასიელი ხალხის განცხადებით, ისინი მეფესთან პირადი ხელშეკრულებით იყვნენ დამოკიდებულნი, დღეს კი არ ცნობენ ახალ მთავრობას და მეზობელთა ჟლეტა დაიწყეს. გაზეთი წერს, რომ ახალ მთავრობას უნდობლობასა და წინააღმდეგობას ყველაზე ნაკლებად კავკასიელი ხალხი უცხადებს და თანაც მათ შორის არავითარი ჟლეტა არ ყოფილა. არსებული ხელშეკრულება ეხება ქართველ ხალხს და საქართველოს და სოციალისტი კერენსკი პატივით უნდა მოპყრობოდა მას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ ცნობით (რედაქტორი კატო მიქელაძე), აპრილის პირველ რიცხვებში რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს დეპუტატების თათბირმა პეტროგრადში დაამტკიცა, რომ დამფუძნებელი კრება იქნებოდა საყოველთაო კენჭისყრით, განურჩევლად სქესისა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 8 დაიბეჭდა განცხადება, რომ 1-ლი სექტემბრიდან ოზურგეთის მაზრის სოფელ საჭამიასერში იხსნებოდა ოთხკლასიანი სასწავლებელი. მოწაფეებს მიიღებდენ გამოცდით, რისთვისაც საჭირო იყო მომზადება. ადგილობრივმა ინტელიგენციამ გაითვალისწინა ეს და შეადგინა მოსამზადებელი ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ: ს. რამიშვილი, დ. თევზაძე, არკადი ხუნდაძე, მ. დუდუჩავა, სილოვან ყენია. ბავშვების მომზადება 5 ივნისიდან დაიწყებოდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 22 ივნისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ N11 ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო ექიმი ს. ე. ტერტეროვი გუბერნიის ფერშალთა პროტესტის მიხედვით სამსახურიდან გადადგა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 29 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N12 ცნობით, ქუთაისის ქალაქის სანიტარული ექიმი ა. დ. მაჭავარიანი დანიშნეს ბათუმის ოლქის უფროსი ექიმის თანამდებობაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ივნისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ N12 ცნობით, სოფელ ჩანჩეთის ქალთა წრეს კესარია მოისწრაფეშვილის ასულმა გაზეთი გამოუწერა ექვსი თვით.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის პირველ ივნისს სიღნაღის რაიონის სოფელ ჯიმითში მცხოვრებმა ილია გიორგის ძე შიშნიაშვილმა ქართული გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოს თავისი რვა წლის შვილის, ილია გიორგის ძე შიშნიაშვილის, გამოსაცდელი ვადით პირველ კლასში მიღება სთხოვა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველ და ორ ივნისს მინისტრი ივანე ნესტორის ძე ლორთქიფანიძე სურსათის სამინისტროში გამართული თათბირის თავმჯდომარე იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ და ორ ივნისს პეტრე მ. ჩინიჯევი, გ. ე. გრიგოლია, ს. გ. წერეთელი, ე. ი. დიატკინი, ვ. ა. დიმიტროვსკი და მ. ნ. ავდიევი სურსათის სამინისტროში გამართულ თათბირს ესწრებოდნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 ივნისს, პარასკევს, დაბა ყვირილაში გაზეთის რედაქტორი კატო მიქელაძეს უნდა წაეკითხა ლექცია „რა უნდა მისცეს ქალებს დამფუძნებელმა კრებამ“.