რეგისტრირებული ფაქტები92182
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ მასწავლებლების კრების გამართვა აგვისტოში რადგან ვერ შეძლეს გადაწყვიტეს დეკემბერში გადაეტანათ, მაგრამ თბილისში მომხდარი მოვლენების გამო ხალხი ქალაქიდან იხიზნებოდა, ძვირფას საუნჯესაც კი გადასამალად ყუთებში ინახავდნენ და კრების მოწვევა საერთოდ ვერ მოახერხეს.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ მასწავლებლების კრების გამართვა აგვისტოში უნდოდათ, რისთვისაც გეგმაც მზად ჰქონდათ, მაგრამ ივლისში მომხდარი ომის გამო კრება ჩაიშალა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი 1908 წლიდან 1915 წლამდე, 8 წლის განმავლობაში თავგამოდებით იცავდა საზოგადოების ინტერესებს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბერს ალექსანდრე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო ი. სამადაშვილი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი იყო გამგეობის წევრი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წიგნებისა და სახელმძღვანელოების საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-8 მუხლი შეცვლილი სახით: მიმდინარე წლის არაუგვიანეს 15 იანვრამდე სექციას გამგეობისთვის განსახილველად უნდა წარედგინა გასული წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სასკოლო სექციას სამოქმედო გეგმის შედგენით არ ეზღუდებოდა გამგეობისაგან დამოუკიდებლად საქმიანობის უფლება. იგი ასრულებდა გამგეობის მიერ დამტკიცებულ გეგმას და აგრძელებდა საქმიანობას.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ თუ სასკოლო სექცია სამოქმედო გეგმაში შეტანილ წიგნების სიიდან რომელიმე წიგნის გამოცემას ვერ მოახერხებდა, შეეძლო სხვა წიგნით ჩაენაცვლებინა და გამგეობისთვის დასამტკიცებლად წარედგინა ცვლილების შეტანის შესახებ ანგარიში.

