საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80206

1945

ტიპი: თანამდებობა

1945-49 წლებში ალექსანდრე ბარამიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე არხიპოვი ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონ აკულოვი ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 17 ნოემბერს სიმონ აკულოვი მოულოდნელად გარდაიცვალა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სონნიკოვი ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 17 ნოემბერს ივანე არხიპოვმა და ალექსანდრე სონნიკოვმა კლასიკური გიმნაზიის თანამშრომლების განყოფილებიდან ლაბადა მოიპარეს. საქონელი იპოვეს და დამნაშავეები დააკავეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიხეილის კერძო საავადმყოფოში ექიმი მ. ფ. მგალობელი იღებდა პაციენტებს ქალთა სნეულებათა და ქირურგიის განხრით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „Грузия“-ში დაბეჭდილი სტატიის „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“ მიხედვით, მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარგზავნილი ჰუსეინ ჰასან ზადე თბილისის დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“. სტატიიდან ირკვევა, რომ მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარგზავნილ ჰუსეინ ჰასან ზადეს გორის სემინარიის სამასწავლებლო სასწავლებელი დაუმთავრებია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ აბდულ აზიზ შარიფოვი პარტიული ორგანოს „Гяладжак“ (მომავალი) ერთ-ერთი რედაქტორი იყო.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ აბდულ აზიზ შარიფოვი რევოლუციის დროს სოციალისტი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ აბდულ აზიზ შარიფოვი თბილისის პირველი გიმნაზიიდან გადავიდა კომერციულ სასწავლებელში.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“. სტატიიდან ირკვევა, რომ მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარგზავნილი აბდულ აზიზ შარიფოვი მოსკოვის კომერციული სასწავლებლის მე-2 კურსის სტუდენტი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“. სტატიიდან ირკვევა, რომ მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარგზავნილი აბდულ აზიზ შარიფოვი თბილისის პირველი გიმნაზიის აღზრდილი იყო.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ აბდურაჰიმ ბეკ ახვერდოვი ბორჩალოს საოლქო კომისრის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ, შევიდა სოციალურ-დემოკრატიულ პარტიაში „Гумет“.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ აბდურაჰიმ ბეი ახვერდოვი პარტიიდან „Мусават“ ამიერკავკასიის სეიმის წევრობის კანდიდატი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთი „Грузия“ წერს აბდურაჰიმ ბეი ახვერდოვის ბორჩალოში საოლქო კომისრად დანიშნვნის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ აბდურაჰიმ ბეი ახვერდოვი ზაქათალაში საოლქო კომისარი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ აბდურაჰიმ ბეი ახვერდოვი თაანამშრომლობდა იუმორისტულ ჟურნალში „მოლა ნასრედინი“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ აბდურაჰიმ ბეი ახვერდოვი ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბებუთოვი იყო ინჟინერი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ინჟინერ ბებუთოვის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევი სანაოსნო კომპანიის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“. სტატიიდან ირკვევა, რომ მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარგზავნილი აბდურაჰიმ ახვერდოვი მსახურობდა ჰაჯი თაღიევის სანაოსნო კომპანიაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“, რომლის თანახმად მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარგზავნილი აბდურაჰიმ ახვერდოვი სადაზღვევო საზოგადოებაში „Надежда“ მსახურობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი სტატიის „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“ მიხედვით, მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარგზავნილ აბდურაჰიმ ახვერდოვს ვიბორგის აჯანყების დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.