საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80201

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს ლევან ასათიანმა დაწერა „მაიაკოვსკი და საქართველო“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს ლევან ასათიანმა დაწერა „ი. ბ. სტალინი და ქართული რევოლუციური პოეზია“.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს ლევან ასათიანმა დაწერა ლიტერატურული მოთხრობა „გრიგოლ ორბელიანი“.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს ლევან ასათიანმა გამოაქვეყნა „სტატიები და წერილები“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს ლევან ასათიანმა დაწერა „აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება“.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ლევან ასათიანმა გამოაქვეყნა კომენტარები ი. მანსვეტაშვილის „მემუარებისა“.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ლევან ასათიანმა დაწერა ისტორიულ-ლიტერატურული გამოკვლევა „ძველი საქართველოს პოეტი ქალები“.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წელს ლევან ასათიანმა დაწერა მხატვრული ნარკვევი „მიწა“.

1934

ტიპი: ავტორობა

ლევან ასათიანს ეკუთვნის 1934 წელს დაწერილი საბავშვო წიგნი „შავი ქვის ამბავი“.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს ლევან ასათიანმა დაწერა მხატვრული ნარკვევი „ცეცხლი, ფოლადი, ადამიანი“.

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წელს ლევან ასათიანმა დაწერა ნაშრომი „ვოლტერიანობა საქართველოში“.

1955

ტიპი: გარდაცვალება

ლევან ასათიანი გარდაიცვალა 1955 წლის 14 მაისს თბილისში.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს ლევან ასათიანი გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1949

ტიპი: თანამდებობა

1949 წლიდან ლევან ასათიანი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში რუსთაველის სახელობის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-მუშაკად.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წლიდან ლევან ასათიანი დაბრუნდა ჟურნალ „მნათობში“ და მუშაობდა პასუხისმგებელ მდივნად 1945 წლამდე.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939 წლიდან ლევან ასათიანმა მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932 წლიდან ლევან ასათიანი იყო ჟურნალ „მნათობის“ რედკოლეგიის წევრი და პასუხისმგებელი მდივანი.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928 წლიდან ლევან ასათიანი იყო რედკოლეგიის წევრი და ლიტმუშაკი ჟურნალ „ქართული მწერლობისა“.

1925

ტიპი: განათლება

1925 წელს ლევან ასათიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

ლევან ასათიანი 1919 წლიდან, სტუდენტობის პირველივე წლებიდან თანამშრომლობდა იმდროინდელ ლიტერატურულ გამოცემებთან: „ლომისთან“, „ბახტრიონთან“, „მეოცნებე ნიამორებთან“.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ლევან ასათიანმა სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ ფაკულტეტზე. იგი სწავლობდა ძველი ქართული ლიტერატურის კათედრაზე, რომელსაც პროფესორი კორნელი კეკელიძე ხელმძღვანელობდა.

1957

ტიპი: გარდაცვალება

სოლომონ ცაიშვილი გარდაიცვალა 1957 წლის 21 ნოემბერს თბილისში.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932-1941 წლებში სოლომონ ცაიშვილი მუშაობდა გაზეთ „კომუნისტური განათლების“ რედაქციაში განყოფილების გამგედ.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-32 წლებში სოლომონ ცაიშვილი იყო ჟურნალ „კულტურული მშენებლობის“ მდივანი.