რეგისტრირებული ფაქტები80199
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 15 ოქტომბრიდან 1919 წლის პირველ ოქტომბრამდე ეკატერინე ბაქრაძე წეროვანისა და ონის სასწავლებლებში მუშაობდა.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 16 ოქტომბერს ქვემო კრიხის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იაკობ გრიგოლის ძე სხირტლაძე გარდაიცვალა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N27 გამოქვეყნდა ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის აღმასრულებელი ბიუროს პუბლიკაცია „ქალები ნაფიც მსაჯულთა კრებიდან გამორიცხეს“, სადაც ბიურო უერთდება რუსეთის ქალთა სწორუფლიანობის ლიგის და საერთო კავკასიის ქალთა საზოგადოების პროტესტს ნაფიც ვექილთა საკრებულოდან ქალთა გარიცხვის თაობაზე რევოლუციური მთავრობის მმართველობისას და არა ნიკოლოზ II-ისა და მილიუკოვისა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N27 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავს საფრანგეთის რევოლუციების დროს ქალთა მიმართ მოპყრობის საკითხს. ის ახსენებს „სოციალიზმის ისტორიის" ავტორ ჟ. ჟორესს, რომელიც აღწერს რევოლუციის გმირებს. მას მაგალითად მოჰყავს სავოიის პრინცესა მარია ლუიზა ლამბალის (მეფის სასახლის ჰობერ გოფმეისტერი) დაკითხვის პროცესი, რომელიც შემდეგ სცემეს და სიკვდილით დასაჯეს შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნა ცნობები ქალთა უფლებების შესახებ. 1776 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მეორე კონტინენტალურ კონგრესს თათბირი ჰქონდა კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ამერიკის პრეზიდენტს მისმა ცოლმა მისწერა წერილი, რომ თუ მომავალი კონსტიტუცია სათანადო ყურადღებას არ მიაქცევდა ქალთა უფლებების საკითხს, ამერიკელ ქალებს გადაწყვეტილი ჰქონდათ მოეწყოთ არეულობა და არ დამორჩილებოდნენ იმ კანონებს, რომლებიც მათ ინტერესებს არ დაიცავდა. მათ შექმნეს ქალთა დიდი მოძრაობა, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა იყო, მოიპოვეს სწავლა-განათლებისა და თანამდებობების მიღების უფლება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N 27 ცნობით, სარატოვიდან იუწყებოდნენ, რომ პოკროვსკაში სასოფლო ყრილობაზე გლეხმა შვაგერმა მოითხოვა ნებართვა მოეკლა ის კაცი, რომელმაც მისი ქალიშვილი გააუპატიურა. ყრილობამ ერთხმად თანხმობა გამოუცხადა. კომისარმა გააპროტესტა და კანონები შეახსენა, მაგრამ ყრილობა შეურყეველი დარჩა და მიიჩნია, რომ ასეთი დასჯა დანაშაულს აღმოფხვრიდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, ტობოლსკის კომისარი იუწყებოდა, რომ ქალაქში აუტანელი მდგომარეობა იყო. რომანოვების იმჟამინდელ სახლთან მიმდინარეობდა მანიფესტაციები, იყო საერთო სახალხო პარაკლისი, სადაც ხალხი დაჩოქილი ლოცულობდა და ძველ ჰიმნს მღეროდა, მახლობელი სოფლებიდან და ქალაქებიდან ხალხი ჩამოდიოდა. კომისრის ცნობით, რომანოვების ბინის მცველები საიმედონი არ იყვნენ და მოუწოდებდა მთავრობას დაუყოვნებლივ გადაიყვანა ისინი ნაკლებად დასახლებულ ადგილას.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, ნ. დ. ავქსენტევი ს. რ. ფრაქციიდან გამოდის, რომ შეინარჩუნოს თავისუფალი მოქმედება და იმყოფებოდეს დამოუკიდებელ ფრაქციაში. მისი ადგილი გადაეცა გოცს, მას შემდეგ რაც ავქსენტევი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 27 რედაქტორ კატო მიქელაძის ცნობით, გაზეთის შემდეგი ნომერი გამოვა ორშაბათობით.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 27 იუწყება, რომ ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის (ხელმძღვანელი კატო მიქელაძე) აღმასრულებელი ბიურო მოუწოდებს კლუბის წევრებს, შეიკრიბონ ყოველ კვირა საღამოს 6 საათზე ქალაქის სამკითხველოში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, რამდენიმე კვირის შემდეგ ქუთაისის გუბერნიაში ერობას შემოიღებენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ქალაქის სანიტარულმა ექიმმა ქალაქის თვითმმართველობას წინადადება მისცა, რომ დ. ქებაძის საპნის ქარხანა, რომელიც მდებარეობდა წითელ ხიდთან, გადაეტანათ ქალაქგარეთ.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, საგუბერნიო კომიტეტში 19 ოქტომბერს საღამოს 7 საათზე დანიშნულია ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის კრება.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 20 ოქტომბერს ბანძის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიურმა საბჭომ და მშობელთა წრის წარმომადგენლებმა ივლიანე გაბუნია მასწავლებლად აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 ოქტომბერს, კვირას, საღამოს 6 საათზე, კატო მიქელაძე ს ქალაქის სამკითხველოში უნდა წაეკითხა ლექცია „მნიშვნელობა ქალთა კავშირებისა“.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 ოქტომბერს ქ. თბილისში ქალების უმაღლეს კურსებზე კავკასიის ქალთა საზოგადოების მოწვევით პროფესორმა ჩემოდანოვმა წაიკითხა ლექცია „ქალი და რევოლუცია“, სადაც მან ისაუბრა ქალის როლზე წარსულში, აღნიშნა ის გარემოება, რომ განათლებულ ქვეყანაშიც, საბერძნეთში ქალებისთვის შეკრული იყო გზა ნიჭის განვითარებისთვის, თუმცა ისინი მაინც ახერხებდნენ ასპარეზზე გამოსვლას, მაგ. ასპაზია, რომელსაც ანგარიშს უწევდნენ თავისი დროის ბრძენი და მეცნიერი მამაკაცები. ეკატერინე II-მ ოქროს ხანა შექმნა რუსეთში, ხოლო დედოფალმა ვიქტორიამ – ინგლისში. ლექტორი არ თანაუგრძნობდა ქალთა კავშირებს.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წელს კომისარმა აკაკი ჩხენკელმა ქუთაისის აღმასრულებელ კომიტეტს მაკაროვისა და ჟანდარმერიის პოლკოვნიკის – გადიუჩის გათავისუფლების აღიარების შესახებ ჰკითხა. საქმის გამოძიებამდე კომიტეტმა ხსენებულ პირთა გათავისუფლებისგან თავი შეიკავა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 26 ოქტომბრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: გრიგოლ გრიგოლის ძე ადეიშვილი, ალექსანდრე გრიგოლის ძე ამაშუკელი, გრიგოლ ზაზას ძე ავალიშვილი, ბარნაბა მიხეილის ძე ასათიანი, იულონ მიხეილის ძე აბესაძე, ივანე იოსების ძე აფრიდონიძე და სილიბისტრო გრიგოლის ძე ბიბლიძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების სხდომა, სადაც განყოფილების ახალი თავმჯდომარე არჩილ სოლომონის ძე ციხისთავი (ციხისთავიშვილი) გახდა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 26 ოქტომბრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: ნინა ივანეს ასული ჯალაღანია, სილოვან ხუჭუა, პეტრე ჭუბაბრია, არტემ კოდუა, ივანე უგრეხელიძე, ელეფთერ ხუნდაძე და ვლადიმერ ყანჩაველი.