რეგისტრირებული ფაქტები80206
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 20 თებერვლიდან 5 ივნისამდე ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიის სხდომებში.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წელს პავლე გიორგის ძე ფშავლიშვილი ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში დარაჯად მსახურობდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 1-ელ იანვარს ქართულ თეატრს კონსტანტინე ყიფიანის საბენეფისოდ უნდა წარმოედგინა გ. ერისთავის ოთხმოქმედებიანი დრამა „მეორედ გაყმაწვილება“, „თამარ ბატონიშვილის“ მეოთხე მოქმედება და დივერტისმენტი.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წლის 7 ივნისამდე მცხეთიდან დუშეთის ციხეში გადაყვანისას პავლე ფშავლიშვილმა გაქცევა მოახერხა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 10 მაისის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ სიმონ წერეთელი ქუთაისის თავად-აზნაურთა წინამძღოლად დაინიშნა 199 ხმით 37-ის წინააღმდეგ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს საგურამოში ილია ჭავჭავაძის მოურავმა მოსე მემარნიშვილმა დარაჯი პავლე ფშავლიშვილი ქურდობაში ამხილა და პოლიციას გადასცა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ოგანეზოვი იყო ნავთგადაზიდვის უფროსი.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სოლომონ გრიგორის ძე ნაზარბეგოვი მაღაზიას ფლობდა თბილისში, სასახლის ქუჩაზე.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ჯიბლაძე ბინას ფლობდა თბილისში, არკადასკაიას ქუჩა N3-ში.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 12 ივნისამდე ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის ყოფილ მარშალ ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანს ესტუმრა.
1902
ტიპი: მფლობელობა
1902 წელს ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი რემონტის დასრულების შემდეგ თბილისში, ანდრეევის №22-ში შეძენილ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მ. ა. ოგანეზოვი იყო ინჟინერი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 12 მაისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კავკასიის გზათა ოლქის თერგის განყოფილების მე-5 დისტანციის უფროსის თანამდებობის აღმასრულებელ იოსებ ანდრონიკაშვილს წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი მიენიჭა.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წელს სოფიო დიმიტრის ასული უნდილაშვილი საგურამოში, ლია ჭავჭავაძის სახლში, პურის მცხობლად მუშაობდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 7 ივნისს ყაჩაღები შევიდნენ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლში, პურის მცხობელი სოფიო უნდილაშვილი ხანჯლით შეაშინეს, დახოცეს მოურავი მოსე მემარნიშვილი და მისი მეუღლე ევა მოძღვრიშვილი-მემარნიშვილისა და წაიღეს ფული, ვერცხლის ნივთები, თოფი, რევოლვერი.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ჯიბლაძე იყო ბრალდებული ბონების გაყალბების საქმის გამო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გამოტანილი დადგენილებით საქართველოს თხევადი საწვავითა და ნავთობ-პროდუქტებით მომარგება კავშირგაბმულობის მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს დაევალა.