რეგისტრირებული ფაქტები85235
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ივნისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ ცნობით, 4 მარტს რუსეთის ქალთა სწორუფლებიანობის ლიგამ და რუსეთის ქალთა ურთიერთდამხმარე საზოგადოებამ ახალ მთავრობას გაუგზავნა განცხადება დამფუძნებელ კრებაში ქალთა მონაწილეობის მიღების საჭიროებაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 9 მარტს პეტროგრადის ქალთა კლუბმა ახალ მთავრობას გაუგზავნა განცხადება ქალთა მონაწილეობის მიღების საჭიროებაზე დამფუძნებელ კრებაში. იურისტ ქალთა საზოგადოებამ კითხვით მიმართა მუშათა საბჭოს და ჯარისკაცთა დეპუტატებს, იგულისხმებოდა თუა არა სიტყვა საყოველთაოში ქალებიც, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს. მასწავლებელ ქალთა ჯგუფმა თხოვნით მიმართა იუსტიციის მინისტრს გაეტანა სოციალისტური პროგრამის ის პუნქტი, რომელიც მოითხოვდა ქალთა სრულ მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ უფლებას დემოკრატიულ სახელმწიფოში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 მარტს იუსტიციის ახალი მინისტრი ა. კერენსკი იმყოფებოდა მოსკოვში. ინგლისურ კლუბში, საზოგადო ორგანიზაციის კომიტეტთა კრებაზე მან განაცხადა, რომ მომხრე იყო ქალთა სრული სწორუფლებიანობის და ის ამ საკითხს ახალი მთავრობის წინაშე გაიტანდა. მან წინადადება მისცა, რომ გადაეწყვიტათ იურისტ ქალთა ნაფიც ვექილთა სიაში ჩარიცხვა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 22 ივნისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ N11 ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო ექიმი ს. ე. ტერტეროვი გუბერნიის ფერშალთა პროტესტის მიხედვით სამსახურიდან გადადგა.
1917
ტიპი: მფლობელობა
1917 წლის 22 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N11 ცნობით, ნიჭიერმა მხატვარმა სერგეი ახვლედიანმა ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის ბიუროს შესწირა თავისი დახატული სურათი ქალთა უფლების დამცველი პოეტი და ფილოსოფოსი შატობრიანისა, რისთვისაც ქალთა კლუბის ნიურო და გაზეთის რედაქცია მადლობას უხდის მას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 იუწყება, რომ ქ. თბილისიდან ნინო იაზონის ასული მაჭავარიანისგან გაზეთის სასარგებლოდ მიიღეს შემოწირულობა 3 მან. 50 კაპ., ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის სასარგებლოდ კი 3 მ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N11) დაიბეჭდა სოფ. ხეთიდან შემომწირველთა სია გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ: ედუქსი კვირკველია, ალექსანდრე ლებონმჟავა, ეფროსინე დავითაია, პარასკევა გვასალია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 დაიბეჭდა საჭამიასერიდან შემომწირველთა სია გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ: ფედოსი რამიშვილი-კვინტრაძისა, მარიამ რამიშვილი-დუდუჩავასი, ელენე ვაჩეიშვილი-კვინტრაძისა, ირინე კვინტრაძე-სხვიტარიძისა, მინადორა კვინტრაძე-სანადირაძისა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N11) დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: საშა ასათიანი, ედუსი წერეთლისა, ეკატერინე ასათიანი და სხვ.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 29 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N12 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე, რომელიც იმჟამად ცხოვრობს ჩაირში, დაავადებულია მძიმე ნევრასტენიით და ექიმებმა სრული სიმშვიდე გამოუწერეს.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 29 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N12 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბურცევის მდივანი პროვოკატორი აღმოჩნდა. პეტროგრადის ერთ-ერთმა გაზეთმა ბურცევს ჰკითხა, თუ რატომ არ ასახელებდა მის გვარს, რაზეც მან განაცხადა, რომ ახლო მომავალში დაასახელებდა პროვოკატორს, რომელიც მანამდე პატივსაცემი საზოგადო მოღვაწე იყო, ვერავინ წარმოიდგენდა მის ჯაშუშობას, და პირიქით გაკვირვებას გამოიწვევდა რუსეთშიც და მთელ ევროპაშიც.