რეგისტრირებული ფაქტები85221
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 29 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N12 ცნობით, ქუთაისის ქალაქის სანიტარული ექიმი ალექსანდრე მაჭავარიანი ბათუმის ოლქის უფროს ექიმად დანიშნეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისას“ N12 ცნობით, საგუბერნიო კომიტეტის განცხადების თანახმად, მოკლე ხანში, ვაგონების სიმცირის გამო ქუთაისიდან ხილეულობის გაზიდვა შეწყდებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N12 ცნობით, ქუთაისის გუბერნიისთვის სხვადასხვა სანოვაგის მოსატანად გამზადებული იყო 150 ვაგონი. ამჟამად, ქალ. სასურ. კომიტეტის ცნობით, მხოლოდ 15 ვაგონი იყო, რის გამოც სასურსათო კომიტეტმა პურის ფქვილის ზღვით შემოტანა გადაწყვიტა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 12 დაიბეჭდა აგაშა სტურუასას წერილი „სამტრედიიდან“. ის გაზეთის რედაქციას აუწყებს, რომ 1917 წლის 18 ივნისს სამტრედიის ახალ კლუბში გაიმართა საღამო გაზეთის სასარგებლოდ, რომლის შემოწირულობას, 75 მანეთსა და 60 კაპიკს უგზავნის რედაქციას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ივნისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ N12 ცნობით, სოფელ ჩანჩეთის ქალთა წრეს კესარია მოისწრაფეშვილის ასულმა გაზეთი გამოუწერა ექვსი თვით.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 12 დაიბეჭდა დ. ყვირილიდან შემომწირველთა სია გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ სასარგებლოდ: როხოლია ბერიძისა, ანეტა ოქროპირიძისა, მათიკო აბაშიძისა, ალექსანდრა აბაშიძისა.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N12 გამოქვეყნებულია გულნარა ქაიხოსროს ასული კანდელაკისას განცხადება, რომელიც კურნავს სხვადასხვა დაავადებებს და მსურველთ შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ძველი თბილისის ქუჩა, აპელის სახლები, მიღება დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 6 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N13 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიჭირეს ცნობილი სოციალ-დემოკრატი ხრუსტალიოვი ნოსარი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 13 ცნობით, გაზეთ „რ. ვ“-ში გამოქვეყნდა ე. კ. ბრეშკოვსკაიას პროტესტი, რომელშიც ის ამბობს, რომ „ზ. ვ“-ს მოსკოვის გამოცემა N 59-ის მიხედვით, ეკატერინე კონსტანტინეს ასული ბრეშკო-ბრეშკოვსკაია ერთსულოვნად აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის წევრად, რასაც მისი თქმით ადგილი არ ჰქონია. ის უარს აცხადებს ცენტრალური კომიტეტის წევრობაზე, რადგანაც სოციალისტურ-რევოლუციური პარტიის მესამე საყოველთაო ყრილობამ არ სცნო ნდობის ღირსად რუსეთისათვის მებრძოლი ალექსანდრე თეოდორის ძე კერენსკი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N13 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კერენსკისა და ბრუსილოვს სიკვდილით ემუქრებიან.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N13 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ომის საკითხზე ბოლშევიკთა შორის უთანხმოება იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N13 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრმა ი. გ. წერეთელმა გამოსცა ბრძანება, რომლის ძალით ის პეტროგრადის პოჩტამტის მოსამსახურეებს უცხადებდა, რომ მის მიერ მიღებული იყო ყველა ზომა, რათა დაუყოვნებლივ შესრულებულიყო ახალი მთავრობის დადგენილება თითოეული მოსამსახურისთვის ჯამაგირის 60 მანეთით გაზრდის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N13 ცნობით, პეტროგრადში დიდი არეულობაა, ჯარი მძიმე არტილერიით გარს შემოერტყა თავრიდის სასახლეს და ახალი მთავრობის წევრების გადადგომა მოითხოვა. ჩხეიძემ ჯარი ვერ დააწყნარა. აღმოსავლეთ კომიტეტის წევრებმა თავრიდის სასახლე დატოვეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 13 ცნობით, ქუთაისის საადრესო მაგიდის გამგე ილ. ჯანელიძე სთხოვს ქუთაისის აღმასრულებელ კომიტეტს, რომ ვინაიდან საადრესო მაგიდა გაუქმდა და ის უმუშევარი დარჩა, მისცენ შესაფერისი ადგილი, ან ერთდროული დახმარება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 ივლისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ N13 ცნობით, თბილისის ქუჩაზე მ. აბდუშელის სახლში გაიხსნა სუფთად მოწყობილი ახალი სასადილო.