რეგისტრირებული ფაქტები80232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ რუსეთში ახალი სახელმწიფო წყობის დაარსებისთანავე ყველა ეროვნებას და კერძოდ, საქართველოს ავტონომიის დამყარების უფლება უნდა ჰქონოდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ ჯარისკაცებს სამხედრო სამსახური სამშობლოში უნდა შეესრულებინათ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ სამხედრო სამსახურისთვის ორწლიანი ვადა უნდა დაწესებულიყო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ სრული თავისუფლება უნდა მიეცათ ყველა სარწმუნოებისთვის.
1909
ტიპი: გარდაცვალება
1909 წლის 21 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე თედო ლაბაური ჩამოახრჩვეს.
1903
ტიპი: ავტორობა
1903 წლის თებერვალში გაზეთ „Исторический вестник“-ში გამოქვეყნდა რეცენზიაილია ჭავჭავაძის ნარკვევზე „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“. ავტორი მადლობას უხდიდა ილიას ისტორიის ფალსიფიკატორთა მხილებისთვის და ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილს ამ ნაშრომის რუსულენოვანი მკითხველისთვის გაცნობისათვის.
1903
ტიპი: ავტორობა
1903 წლის 9 თებერვალს სომხურ გაზეთ „მშაკში“ დაიბეჭდა სტატია „კავკასიის სტუდენტთა დამხმარებელი საზოგადოების ერთი განაჩენის გამო“, რომელშიც ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ გამო ქართველები კაცთმოძულეებად, „მოძმეთჭამიებად“ და „სომეხთყლაპიებად“ არიან მოხსენიებულნი.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის 4 ივლისამდე ილია ჭავჭავაძემ მიიღო ტერ-მინასოვის წერილი იმის შესახებ, რომ იმ დღეს მის ვექსილს აზოვის ბანკში ვადა გასდიოდა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 31 იანვარს კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების სხდომამ, რომელსაც არც ერთი ქართველი წევრი არ ესწრებოდა, დაადგინა, რომ უარი ეთქვა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანის გაყიდვით შემოსული თანხის შემოწირულებად მიღებაზე.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის აგვისტოს ბოლოს საგურამოს ყოფილმა მზარეულმა ხარიტონ შიოშვილმა მზარეულ სოფიო უნდილაშვილს საიდუმლოდ უთხრა, ილია ჭავჭავაძეს მალე მოკლავენ, რადგან გლეხებს ავიწროებს და თან პარტია უკმაყოფილოა მისი რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრობითო. უნდილაშვილმა კი ეს ამბავი დიმიტრი ჯაშის ცოლს, დარია ნიკოლოზის ასულ ჯაშს გაუმხილა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 30 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის ეტლის თბილისიდან გამოსვლის შემდეგ გაძარცვეს მისი სახლი თბილისში. წაიღეს საოჯახო ნივთები, საქმიანი ქაღალდები და პირადი წერილები.
1909
ტიპი: ნასამართლეობა
1909 წლის 21 აგვისტოს საგურამოს ყოფილი მამასახლისი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე ივანე სოლომონის ძე ინაშვილი ჩამოახრჩვეს.
1909
ტიპი: ნასამართლეობა
1909 წლის 21 აგვისტოს წიწამურის მკვიდრი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე გიორგი ივანეს ძე ხიზანიშვილი ჩამოახრჩვეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 27-29 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე თბილისის სახლში სამი დღის განმავლობაში ეძებდა მნიშვნელოვან საბუთს, მაგრამ ვერ იპოვა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 29 აგვისტოს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა ილია ჭავჭავაძეს თბილისში დარჩენა ურჩია, მაგრამ ილიამ უარი უთხრა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 1-ელ აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ საპასუხო წერილი გაუგზავნა ნოშრევან ჯაფარიძეს. მისწერა, რომ წერილსა და ორ დეპეშაზე პასუხის მიუღებლობის გამო მისი შეშფოთება და ამბის გასაგებად ნათესავის შეწუხება ბუნებრივი იყო. დაარიგა, რა ფასად გაეყიდა თითო საპალნე ღვინო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 29 აგვისტოს ოლღა გურამიშვილს საგურამოში გამგზავრების ეშინოდა. ილიამ შესთავაზა, თბილისში დარჩენილიყო და თვითონ მარტო გაემგზავრებოდა, მაგრამ ოლღა არ დასთანხმდა.