რეგისტრირებული ფაქტები87262
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე მერაბის ძე ასათიანს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ხორჩანაში მდებარე ეზო, ზვარი, სახნავ-სათესი, 4 დესეტინა და 650 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ბარანოვი კოლეგიის რეგისტრატორი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი, რომ უსაფუძვლოდ სწამებდა ცილს გაზეთი „თეატრი“ ქართულ დრამატულ საზოგადოებას, თითქოს 14 წარმოდგენიდან არც ერთი ახალი პიესა არ წარმოადგინეს, რადგან „ბარაქალა მასწავლებელო“ და „მიროვოი სუდში“ იყო სრულიად ახალი პიესა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, კავკასიის მთავარმართებელს ქართველი ბერ-მონაზვნების არზა გაუგზავნეს და სთხოვეს, რომ თუკი ბერძნები იერუსალიმში მდებარე ქართული მონასტრების ქონებას გაყიდდნენ, შემოსავალი რუსეთის ხაზინას ჩაებარებინა. ხოლო, ბერძნებისთვის კი – მხოლოდ თავის სარჩენი თანხა მიეცათ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი, რომ პიესის მთარგმნელი ან გადამკეთებელი შესრულებული სამუშაოსთვის მცირე ანაზღაურებას ელოდა თეატრისაგან და ამის გამო იგი ნაჩქარევად ასრულებდა თავის საქმეს. სწორედ ამ მიზეზით თეატრისთვის ძალიან რთული იყო წარმოდგენის გასამართად პიესა გადაეთარგმნა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი, რომ ევროპულ თეატრებში საქართველოსთან შედარებით ათჯერ მეტი არტისტული, ლიტერატურული და მატერიალური რესურსი ჰქონდათ, თუმცა ამის მიუხედავად მაინც იშვიათად დგამდნენ ახალ პიესებს და თუ ქართულ თეატრშიც ხშირად არ იდგმებოდა ახალი სპექტაკლები საერთოდ არც უნდა გაჰკვირვებოდათ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ გერიე მოსკოვის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იმერეთის სინოდის კანტორის მდივნად იოსებ სვიმონოვის ნაცვლად მაქ. სუხიევი დანიშნეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი ფურცელაძის მიერ სიღნაღის მაზრის სოფელ შუამთაში გათხრების შედეგად აღმოჩენილ მარკოზის სახარების დასაწყისი მხატვრობით და წარწერით იყო გაფორმებული.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჯინჭველაძე ახალციხის სამოქალაქო სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძის მიერ სიღნაღის მაზრის სოფელ შუამთაში გათხრების შედეგად აღმოჩენილ იოანეს სახარების დასაწყისში დაკრული იყო ხატი, რომელსაც მხოლოდ ქვედა ტანი შემორჩენოდა. ფურცელაძის აზრით, ეს გამოსახულება არ ეკუთვნოდა სახარებას, სხვა წყაროდან იყო გადმოტანილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოტომ გამოსცა წიგნის „კავკასიის ომის შესახებ“ მეორე ტომი, რომელშიც მოთხრობილი იყო დაღესტნის მდგომარეობა ერმოლოვის პერიოდში, ალექსანდრე ბატონიშვილის გაქცევა და 1818 წელს კაპიტან ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვის ქალაქ ხივაში წასვლა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე ივანეს ძე ბეთანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ ახალციხეში მდებარე ორი ქვითკირის სახლი: ერთი – ერთსართულიანი, მეორე – ორსართულიანი, ასევე სიგრძით 28 საჟენი და სიგანით 13 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძემ სიღნაღის მაზრის სოფელ შუამთაში გათხრების შედეგად აღმოაჩინა ორი ხუცური სახარება: ერთი XI-XII საუკუნის ტყავზე დაწერილი, რომელსაც მხოლოდ მათესა და იოანეს სახარების ბოლო თავი აკლდა და მეორე – XVI-XVII საუკუნის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 იანვარს გიორგი დავითის ძე ერისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა პიესებს „ძუნწსა“ და „უჩინ-მაჩინის ქუდს“, რომელშიც იმერლის როლს კოტე სიმონის ძე მესხი ითამაშებდა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 11 ოქტომბერს ნაფიცვექილმა რაზუმოვსკიმ ბათუმის სასტუმრო „კავკაზში“ სიღარიბის გამო თავი მოიწამლა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 იანვარს გიორგი დავითის ძე ერისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოადგენდნენ პიესას „მეფე და პოეტს“, რომელშიც პოეტის როლს კოტე სიმონის ძე მესხი შეასრულებდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე წერდა, რომ გარდაცვლილი ივანე ზურაბის ძე გოპაძის საფლავზე შეიკრიბნენ მაზრის უფროსი, სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი მასწავლებლებითა და მოსწავლეებით, ადგილობრივი საზოგადოება და აკურთხეს მისი ძეგლი.

