რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ქრისტინე დგებუაძე ავად იყო და საავადმყოფოში იწვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ელისაბედ ჩერქეზიშვილის სცენაზე 30-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად ქართველი ვაჭრები ფულს აგროვებდნენ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოდპ. გ. ე. ბაბალაშვილი გერმანელებთან ბრძოლაში მოკლეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ ცნობით, მაზრის უფროსი ი. ვასაძე ხელს უწყობდა ზესტაფონში გადამწვარი თეატრის აღორძინებას.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ კაჭახმაძემ მიქელ-გაბრიელის სამკითხველოს მთელი წლით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის “თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალ. ს. ლორთქიფანიძე ვაჭარი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვარს თბილისში განათლების სკოლამ გამართა აკაკი წერეთლის საღამო, რომელზეც მეოთხეკლასელმა ა. კანდელაკმა აკაკის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბ. ტურიაშვილი ვაჭარი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვარს თბილისის სახალხო სახლში ქართველ მგალობელ-მომღერალთა გუნდმა მიხეილ კავსაძის ლოტბარობით კონცერტი გამართა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვარს მიხეილ კავსაძის ლოტბარობით გამართულ კონცერტზე ვანო უსტიაშვილმა თავისი ლექსი „ჯარისკაცი“ ფანდურზე დაამღერა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მხატვარმა გიორგი კონსტანტინეს ძე ერისთავმა რეჟისორ ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავას დავალებით დაიწყო შალვა გიორგის ძე შარაშიძის პიესის „ავგაროზი“ სადეკორაციო ესკიზების ხატვა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 1 თებერვალს პავლე ივანეს ძე მეგრელიშვილი, პავლე ელიშუღის ძე ცინცაძე, ალექსი ოქროპირის ძე სიხარულიძე, სერგო ონისიმეს ძე ბოლქვაძე და ყარამან რამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის პირველი თებერვლის მონაცემებით, გრიგოლ როსტომის ძე თავდგირიძე, ვიქტორ მერაბის ძე მგელაძე, მარიკა ნიკოლოზის ასული ცინცაძე, მელიტონ გიორგის ძე არეშიძე და გიორგი გოჯასპირის ძე შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის პირველ თებერვალს ფიოდორ ბიჭის ძე ჩხიკვაძე, გიორგი პლატონის ძე დადიანი, მარგარიტა მიხეილის ასული თავდგირიძე, ვლადიმერ ნესტორის ძე ღამბაშიძე და პოლიკარპე ილარიონის ძე კინწურაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 1 თებერვალს დაბა ჩოხატაურის წიგნთსაცავ-სამკითხველოს გამგეობის თვამჯდომარე ალექსანდრე ჭურაძე და გამგეობის წევრები: გრიგოლ თავდგირიძე, ვიქტორ მგელაძე და სერგო ბოლქვაძე სამკითხველოს წევრთა საერთო კრების სახელით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას დაბა ჩოხატაურში განყოფილების გახსნას სთხოვდნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 12 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის გადაწყვეტილებით ჩოხატაურის განყოფილება დაარსდა. გადაწყვეტილებას ხელს ვარლამ ბურჯანაძე აწერდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 1 თებერვალს სიმონ ივანეს ძე მინდაძე, ივანე მიხეილის ძე კალანდაძე, გიორგი ალმასხანის ძე ჟღენტი, თეოფილე ბეჟანის ძე ჩიჩუა, მარიამ საჩინოს ასული მესხი და სეფე ალექსანდრეს ძე ცინცაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების წევრები იყვნენ.

