საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89499

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 1 თებერვალს ილია მიხეილის ძე შარაშიძე, ვენერა ანტონის ასული ძნელაძე, ილია ანტონის ძე ივანოვი, ალექსანდრე გრიგოლის ძე გეგიძე, თამარ ისაკის ასული ჭურაძე, მიხეილ ზურაბის ძე ხერხეულიძე და თომა მეგრელიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის თებერვალში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების (თავმჯდომარე – აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა) თხოვნის თანახმად, მთავარმა გამგეობამ დაადგინა, საზოგადო კრების მიერ წესდების დამტკიცებამდე საწევრო გადასახადი 3-დან მანეთამდე შეემცირებინა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 2 თებერვლიდან ალექსანდრე იასონის ძე ყაველაშვილის თავმჯდომარეობით მოქმედება დაიწყო არმავირის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გამგეობამ. წლის განმავლობაში განყოფილებამ 17 სხდომა გამართა და 20 საქმე განიხილეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 2 თებერვალს ელისაბედ ჩერქეზიშვილისთვის გამართული წარმოდგენის ხაზინადრად ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი მიიწვიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 2 თებერვალს სახაზინო თეატრში ელისაბედ ჩერქეზიშვილისთვის სადღესასწაულო წარმოდგენა უნდა გაემართათ.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 3 თებერვალს ვექილი, ქართული და რუსული ჟურნალ-გაზეთების თანამშრომელი გიორგი გრძელიშვილი გარდაიცვალა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 3 თებერვალს ლადო ქარცივაძე აზრუმთან ბრძოლაში დაიჭრა და მეორე დღეს გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 თებერვალს ბიქტორ მაქსიმეს ძე ელიავას თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების კრებამ მთავარგამგეობას საწევრო გადასახადის 3 მანეთიდან 1 მანეთზე დაწევა სთხოვა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „მსახიობი ქალი“.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 7 თებერვალს ძევრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ნესტორ ავქსენტის ძე რობაქიძე გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანტონ ხუდავერდოვის ერთმოქმედებიანი პიესა „ჯერ არ გაუგიათო“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვალს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაგრძელება ვახტანგ კოტეტიშვილის სტატიისა „ბ. ახოსპირელი და მისი სიმღერა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვალს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დასასრული ივანე გომართელის მოთხრობისა „ზამთარი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ არიმათიელის სტატია გიორგი გრძელიშვილის გარდაცვალების შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მარიამ ანანიაშვილის სტატია „ომის მსხვერპლი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იბეჭდებოდა იოსებ იმედაშვილის მიერ შედგენილი ქართულ ენაში შემოსული უცხო სიტყვათა სრული ლექსიკონი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასილ ურუშაძე ყვირილის კლუბის სამხატვრო ნაწილის გამგედ მიიწვიეს.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი ალექსანდრე აბაშელი ავად იყო.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ლუკა თათეიშვილი გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია ელისაბედ ჩერქეზიშვილის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 თებერვალს თბილისის სახალხო სახლში ალექსანდრე მაისურაძის ლოტბარობით ქართული კონცერტი უნდა გამართულიყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 თებერვალს ალექსანდრე მაისურაძემ თბილისის სახალხო სახლში სასიმღერო დილა გამართა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 7 თებერვალს ბაქოში მსახიობი დავით რ. შველიძე გარდაიცვალა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოლკოვნიკი ლევან კონსტანტინეს ძე მამაცაშვილი დასავლეთის ფრონტზე მოკლეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველმა ებრაელმა ნათან დავ. ელიაშვილმა ძველი ებრაულიდან ქართულად თარგმნა „ხასა გივაში“ და „იძულებულნი“.