საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90615

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ს. საღირაშვილი სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ალექსანდრე ნიკიტინი ჟურნალისტად მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ესტატე ლოლაძე სოფ. ხაშმის საკრედიტო ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს შალვა ანტონის ძე მიქელაძე ექიმად მუშაობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

პრაპორჩიკი დავ. მიხ. ჯაფარიძე პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მიხეილ ივანეს ძე ჩხენკელი ექიმად მუშაობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლიდან ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე თბილისის ფაბრიკა-ქარხნებში მუშათა წრეებს აყალიბებდა და ხელმძღვანელობდა გაფიცვებს ეკონომიკურ საკითხებზე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლიდან ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე კავკასიის მუშათა სოციალ-დემოკრატიული პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლიდან ანანია სალუქვაძე თბილისის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის პასუხისმგებელი ორგანიზატორი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს დავით საყვარელიძე მუშაობდა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოში.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლიდან ტიხონ მხეიძე მუშაობდა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოში.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლიდან მამედ კირჩხელი მუშაობდა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოში.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ზაქარია მდივანი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ზაქარია მდივანი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916-1917 წლებში გიორგი არჯევანიძე 39-ე ქვეითი დივიზიის ბრიგადის მეთაური იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916-1917 წლებში ვასილ გაბაშვილი ქალაქ თბილისის და თბილისის გამაგრებული რაიონის სამხედრო კომენდანტი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ვასილ გაბაშვილი 1916 წელს წმინდა ანას I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 2 იანვარს სახალხო სახლში ქართული თეატრის დაარსების აღსანიშნავად გიორგი ერისთავის „გაყრა“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 2 იანვარს 23 წლის მეტეხელი სცენისმოყვარე ვანო მაღალაშვილი ოსმალეთის საზღვარზე ბრძოლაში დაიღუპა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 იანვარს მიხეილ ხერხეულიძის თაოსნობით ნაძალადევში ვაჟა-ფშაველას საღამო გაიმართა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 იანვარს ნაძალადევში გამართული ვაჟა-ფშაველას საღამოდან მიღებული თანხა ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად გადადეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 იანვარს ბაქოს დრამატულმა წრემ ვალერიან გუნიას „სიძე-სიმამრი“ წარმოადგინა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 იანვარს დუტუ მეგრელმა ქართული კულტურის საზოგადოების თაოსნობით საჯაროდ წაიკითხა თავისი ახალი 3-მოქმედებიანი პოემა „პრომეთეი“ .

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 6 იანვარს გორში ელისაბედ ჩერქეზიშვილისა და ვასილ აბაშიძის მონაწილეობით უნდა წარმოედგინათ „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“ და „და საღამოს ერთი ცხვირი ხეირია“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 6 იანვარს ვალერიან გუნია ქუთაისის თეატრში ჩავიდა, რომ „მეფე ლირში“ ეთამაშა.