რეგისტრირებული ფაქტები89507
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ოსურმა დრამატულმა წრემ სახალხო სახლში ოსურად თარგმნილი ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“ წარმოადგინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად ნოე გოცირიძემ (ცარიცინმა) 3 მანეთი შესწირა, გ. ბელქანიამ – 5, თ. აფხაზიშვილმა – მანეთი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი, კარლო სიმონის ძე ჩხეიძე და პროკოფი ლევანის ძე შერვაშიძე მესამე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროოს წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი ვლადიმერ ივანეს ძე დარჩიაშვილი გარდაიცვალა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვარლამ ლევანის ძე გელოვანი, აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი და კარლო სიმონის ძე ჩხეიძე მეოთხე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 22 მაისს კისლოვოდსკში ქველმოქმედი სტეფანე სვიმონის ძე ელიაძე გარდაიცვალა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 22 მაისს ეკატერინე ივანეს ასული სარაჯიშვილის სახლში ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად ნადიმი უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 22 მაისს ახალი კლუბის დარბაზში ქრისტეფორე კაპანაძემ წაიკითხა ლექცია ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 23 მაისს ალექსანდრე არშაკის ძე ოღანეზაშვილმა სტავროპოლში მონაწილეობა მიიღო პატრიოტულ კონცერტში, ჭიანურზე დაუკრა „პინტელე იუდი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 მაისს სახალხო სახლში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მონაწილეობით „ედმონდ კინი“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე ვიქტორ გიორგის ძე გელოვანი, ვასილ ქოჩიაშვილი და პოლიკარპე თალაქვაძე სარევიზიო კომისიის კანდიდატებად აირჩიეს. სულ 66 ახალი წევრი მიიღეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 მაისს სახალხო სახლში რომანოზ ნიკოლოზის ძე სალაყაიას სცენაზე მოღვაწოეობის 20 წლისთავის აღსანიშნავად წარმოადგინეს „პარიზის ღარიბ-ღატაკნი“.

