საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92171

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დავით ართმელაძე 1913 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლიდან ალექსანდრე გედევანიშვილი 51-ე ქვეით დივიზიას მეთაურობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

ფრონტზე მიღებული საბრძოლო ჭრილობის გამო, 1916-1917 წლებში ვარდენ წულუკიძე იმყოფებოდა ჯერ მინსკის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში, შემდეგ – კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ვარდენ წულუკიძე 1916 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს მახვილებით.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ვარდენ წულუკიძე 1916 წელს წმინდა ანას II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის გიორგი წულუკიძე 1916 წელს წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ივანე ციციშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

სარიყამიჩის ოპერაციისას გამოჩენილი გმირობისთვის ტარას ვაშაკიძეს 1916 წელს პოდპოლკოვნიკობის გამოტოვებით, პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ივანე ყაზბეგი 1916 წელს წმინდა ანას III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს მახვილებით და ბაფთით.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 1916 წელს წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს კოტე აფხაზისაბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის lII ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის კირილე ქუთათელაძე 1916 წელს წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916-1918 წლებში კონსტანტინე გელოვანი მანგლისის 23-ე გრენადერთა პოლკის მეთაური იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 2 იანვარს სახალხო სახლში ქართული თეატრის დაარსების აღსანიშნავად გიორგი ერისთავის „გაყრა“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 2 იანვარს 23 წლის მეტეხელი სცენისმოყვარე ვანო მაღალაშვილი ოსმალეთის საზღვარზე ბრძოლაში დაიღუპა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 იანვარს მიხეილ ხერხეულიძის თაოსნობით ნაძალადევში ვაჟა-ფშაველას საღამო გაიმართა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 იანვარს ნაძალადევში გამართული ვაჟა-ფშაველას საღამოდან მიღებული თანხა ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად გადადეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 იანვარს ბაქოს დრამატულმა წრემ ვალერიან გუნიას „სიძე-სიმამრი“ წარმოადგინა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 იანვარს დუტუ მეგრელმა ქართული კულტურის საზოგადოების თაოსნობით საჯაროდ წაიკითხა თავისი ახალი 3-მოქმედებიანი პოემა „პრომეთეი“ .

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 6 იანვარს გორში ელისაბედ ჩერქეზიშვილისა და ვასილ აბაშიძის მონაწილეობით უნდა წარმოედგინათ „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“ და „და საღამოს ერთი ცხვირი ხეირია“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 6 იანვარს ვალერიან გუნია ქუთაისის თეატრში ჩავიდა, რომ „მეფე ლირში“ ეთამაშა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 იანვარს მიხეილ გიორგის ძე ზაალიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აგრონომიულ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 იანვარს კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა გერასიმე სიმონის ძე კვაჭაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია ხელმეორედ სთხოვა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას წერილობით შეატყობინა, რომ ქუთაისის გუბერნიაში არსებულ განყოფილებათა წამომადგენლების საერთო ყრილობის მიერ გამოტანილი რეზოლუციების უმეტესი მუხლები მოიწონეს და საჭიროდ ჩათვალეს მათი სისრულეში მოყვანა, ასევე გამგეობის გადაწყვეტილებით ყველა რეზოლუცია უნდა გადაეცათ მათ მიერ არჩეული კომისიისთვის გადასათვალიერებლად და საჭირო ცვლილებების შესატანად. ამასთან გამგეობამ უხერხულად სცნო ის გარემოება, რომ ქუთაისის განყოფილებამ არ აცნობა მთავარ გამგეობას დელეგატთა მოწვევა. ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.