საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89507

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ლომიძის (მილოზის) სტატია სურამში გამართული სპექტაკლის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია ირაკლი ჯაბადარის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სტავროპოლის საკომერციო კლუბში ე. ა. შერვაშიძის თაოსნობით მუსიკალური საღამო გაიმართა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 11 ივლისიდან 1918 წლამდე კონსტანტინე ანთაძე ზესტაფონის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის სამზრუნველო საბჭოს წევრად დაინიშნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 12 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ხაშურის განყოფილების დროებითი გამგეობის ხელმძღვანელს კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძეს შეატყობინა, რომ ნება ეძლეოდათ გაეხსნათ განყოფილება და დროზე აერჩიათ გამგეობა და სარევიზიო კომისია.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 13 ივლისს ტრაგიკულად გარდაიცვალა 26 წლის სიმონ ბესარინის ძე ბადურაშვილი (კიკნა-ფშაველა).

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 14 ივლისს სოფ. მიხაილოვოში (1872-1917 წლებში ხაშურის სახელწოდება) გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშური-სურამის განყოფილების დამფუძნებელი კრებას განყოფილების 55 წევრიდან ესწრებოდა 30, სხდომაზე აირჩიეს გამგეობა (თავმჯდომარე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი) და სარევიზიო კომისია.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 14 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშური-სურამის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 14 ივლისს კირილე იესეს ძე ნინიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშური-სურამის განყოფილების მდივნად აირჩიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 14 ივლისს ნიკოლოზ ივანეს ძე სიხარულიძე, თეიმურაზ სერგოს ძე ჭუმბურიძე, ლეონტი ალექსანდრეს ძე მეტრეველი, ვასილ ამბაკოს ძე ზაქარეიშვილი და მიხეილ ივანეს ძე მარიამიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშური-სურამის განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 14 ივლისს იაკობ ალექსანდრეს ძე გვარამაძე, გერასიმე სოფრომის ძე ხაბეიშვილი და დავით მელიქიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშური-სურამის განყოფილების გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 14 ივლისს ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილი, ნოე დევიძე და ვასილ გოგიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშური-სურამის განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 16 ივლისს ვანო სარაჯიშვილს მონაწილეობა უნდა მიეღო კონცერტში, რომელიც ხარფუხის კლუბში გაიმართებოდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალუსტ შიხიანცის სტატია „ქართველ-სომეხთა ურთიერთობა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით სოლომონის ძე გივიშვილის ლექსები „სასაფლაო“ და „ბულბულს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის (კიკნა-ფშაველას) უსათაურო ლექსი დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის თხზულება „ფიქრები ფრთამოტეხილისა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გედ. გელოვანის „თუშური ლექსები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „დავიწყებული მგოსანი დავით გივიშვილი“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძე I მსოფლიო ომში ხელში დაიჭრა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძეს ქართველთა ცხენოსანი ლაშქრის შედგენა ჰქონდა მინდობილი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ხაშმში მცხოვრები ვას. პორ. გოგნიაშვილი ომში წასვლამდე მასწავლებლად მუშაობდა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოუჩიკი ნიკ. დავ. კიკნაძე I მსოფლიო ომში გარდაიცვალა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვას. პორ. გოგნიაშვილი I მსოფლიო ომში დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი ალექსანდრეს ძე ქუჩიშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.