რეგისტრირებული ფაქტები87253
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ეკ. ნიკოლაძისა ქუთაისის თეატრში დადგმული წარმოდგენის „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ ზედამხედველი იყო.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წლის ნოემბერში პოლკოვნიკი ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი სამგზავრო ეტლს ჰყიდდა. მყიდველებს მისთვის სათავადაზნაურო ბანკში უნდა მიემართათ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოციალისტ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა მენშევიკთა აზრს, დამფუძნებელი კრების ფრაქციის წევრებს ხალხის თანდასწრებით მოეწონებინათ და დაედასტურებინათ კრების მიერ მიღებული კანონები. მას სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სწორად მიაჩნდა, განსახილველი კანონების გარშემო კამათი ხალხში გადაეტანათ, რადგან ხალხს პოლიტიკური ბრძოლა სურდა და ამის დაუკმაყოფილებლობა პარლამენტარიზმს მოსპობდა.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 24 ივლისს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მიიღო რუსი ორიენტალისტის, ალექსეი გრენის წერილი და მისი ნაშრომი ქართული ენის შესახებ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წლის ნოემბერში გიორგი ნიკოლოზის ძე სხირტლაძეს თბილისში, სასახლის ქუჩაზე, სათავადაზნაურო თეატრთან, რესტორანი „ზამთრის ბაღი“ ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ ოლ. ქორქაშვილმა ევგენიას როლი შეასრულა, ლ. ანჯაფარიძემ – ცეცილიასი, ან. გელაზაროვმა კი – თეოდოროსი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივლისს ილია ჭავჭავაძე წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ტაძრის დღესასწაულს დაესწრო. წირვა ჩაატარა ალექსანდრე ეპისკოპოსმა, ხოლო წირვის შემდეგ მღვდელმა სოლომონ შოშიაშვილმა იქადაგა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 ივლისის ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა დიმიტრი ყიფიანს ბანკში დასაგირავებელი მიწის ნაკვეთის გეგმასა და განჩინების შედგენასთან დაკავშირებით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28-29 ივნისს ილია ჭავჭავაძე მეუღლესა და მის დისწულ სვიმონ სტაროსელსკისთან ერთად სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში გამოცდებს დაესწრო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფრანგმა მწერალმა ქალმა კანდიანი კოლონამ პროზაულად თარგმნა ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წელს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო სკოლის პანსიონს ესტუმრა, სიტყვით მიმართა მოსწავლეებს და თავისთან სახლში მიიპატიჟა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელსა და რაფიელ ერისთავს საზოგადოების ფინანსური მხარის გასაძლიერებლად დაგეგმილ სალიტერატურო-სასიმღერო საღამოში მიეღოთ მონაწილეობა.

