რეგისტრირებული ფაქტები87232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1895
ტიპი: თანამდებობა
1895-1917 წლებში ვლადიმერ სპირიდონის ძე აბრამიშვილი სოფ. არგვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1859
ტიპი: გარდაცვალება
1859 წლის 6 აპრილს სოფ. არგვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გრიგოლ გოგალაძე გარდაიცვალა.
1863
ტიპი: თანამდებობა
1863-1903 წლებში მაქსიმე დავითის ძე ხარშილაძე სოფ. არგვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1895
ტიპი: გარდაცვალება
1895 წლის 6 აპრილს სოფ. არგვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ გრიგოლის ძე აბრამიშვილი გარდაიცვალა.
1809
ტიპი: თანამდებობა
1809-63 წლებში დავით ბერის ძე ხარშილაძე სოფ. არგვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1809
ტიპი: თანამდებობა
1809-59 წლებში გრიგოლ გოგალაძე სოფ. არგვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1857
ტიპი: თანამდებობა
1857-95 წლებში სპირიდონ გრიგოლის ძე აბრამიშვილი სოფ. არგვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 11 ნოემბერს დედოფლისწყაროში ცოფით გარდაიცვალა ალექსი აფანასის ძე მულიგინი. მისთვის 3 თვის წინ ძაღლს უკბენია და ასე დაინფიცირებულა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის ნოემბერში ციმბირიდან გამოქცეული ყაჩაღი უტიაშვილი კალაურში დაიჭირეს.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის ნოემბერში ვანო ზურაბის ძე ლაფაჩის მკვლელობაში პოლიციამ საკა ბესტავაშვილი და ლაფაჩის ერთი თანასოფლელი დაადანაშაულა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 11 ნოემბერს გორში, სახალხო მატარებელში, იპოვეს გულწასული 60 წლის გიორგი ელიაზარის ძე თულაევი, რომელიც მალე გარდაიცვალა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 11 ნოემბერს სასირეთელი გიგო სოსოს ძე ონეზაშვილის გვამი ხიდის ქვეშ, ლიანდაგზე, იპოვეს. იგი ნასვამ მდგომარეობაში ხიდიდან გადავარდნილიყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში ა. ი. ოდნოსუმოვი წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შექმნილი კომისიის თავმჯდომარე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 მაისს ილია ჭავჭავაძე ქართული დრამატული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 9 მარტს გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე სახელმწიფო საბჭოს წევრობის კანდიდატებად დასახელებულ პირთაგან კენჭისყრაში მონაწილეობდნენ ილია ჭავჭავაძე და მიხეილ გედევანიშვილი.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის მარტში ალექსანდრე ორბელიანი საგუბერნიო თავადაზნაურობის წინამძღოლის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 9 მარტს მოწვეულ გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე სახელმწიფო საბჭოს წევრობის კანდიდატებად დავით გურამიშვილი, ივანე ჭავჭავაძე, ივანე ჯაბადარი და დავით მელიქიშვილი დაასახელეს.

