რეგისტრირებული ფაქტები87232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის 19 ნოემბერს სამებიდან თბილისში ჩასულ ივლიტა ბიჭიას ასულ სურგულაძისას ეტლი დაეჯახა. დაშავებული მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქუთაისის გამგეობამ განიხილა გ. დ. წერეთლის თხოვნა ჭიათურიდან საჩხერემდე ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის გაკეთების თაობაზე. გამგეობამ ეს საკითხი უმაღლეს მთავრობას წარუდგინა განსახილველად.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 15 ნოემბერს ტიტულოვანი მრჩეველი ვახტანგ ბარათაშვილი თიანეთის მაზრის პოლიციის ბოქაულად დაინიშნა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 19 დეკემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლოს „ჩერნომორსკი ვესტნიკის“ რედაქტორის, გრიგოლ პალმის საქმე უნდა განეხილა. მას ბათუმელი კომისიონერი ჰაჯი-რიზა აბაევი ცოლის წამებაში ადანაშაულებდა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 8 ნოემბერს სათიხართან ახლოს ვანო ზურაბის ძე ლაფაჩის გვამი აღმოაჩინეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისელი სომეხი კოსტანიანი ფლორენციის თეატრებში მღეროდა. იგი იტალიაში განათლების მისაღებად იყო წასული.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-17 წლებში ნიკოლოზ იესეს ძე გაბელაშვილი სოფ. ახალდაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1848
ტიპი: გარდაცვალება
1848 წლის 5 იანვარს სოფ. ახალდაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით დავითის ძე ლოსაბერიძე გარდაიცვალა.
1852
ტიპი: თანამდებობა
1852-53 წლებში დავით იოანეს ძე ბერეკაშვილი სოფ. ახალდაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1860
ტიპი: თანამდებობა
1860-1902 წლებში იესე ბერის ძე გაბელაშვილი სოფ. ახალდაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1851
ტიპი: თანამდებობა
1851-52 წლებში ოქროპირ ნიკოლოზის ძე დარახველიძე სოფ. ახალდაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გრიგოლ მანთაშოვმა ნავთობის საწარმოებლად ნატანებში იჯარით აიღო ადგილები.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 19 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში ბიჭილო თოფურიას საქმის განხილვის პროცესის თავმჯდომარე იყო პალატის წევრი კოლბასინი.
1853
ტიპი: თანამდებობა
1853-55 წლებში სიმონ მახარობელას ძე აფხაიძე სოფ. ახალდაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 18 ნოემბერს იჯარადარ იორდანაშვილს ჭიათურის გზაზე 2,5 ფუთი თოფის წამალი მოჰპარეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს პრინცი ალექსანდრე პეტრეს ძე ოლდენბურგი ნატანებთან ახლოს აღმოჩენილი საბადოდან ნავთს აწარმოებდა.
1816
ტიპი: თანამდებობა
1816-48 წლებში დავით დავითის ძე ლოსაბერიძე სოფ. ახალდაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-58 წლებში ვასილ გრიგოლის ძე ლოსაბერიძე სოფ. ახალდაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1848
ტიპი: თანამდებობა
1848-50 წლებში სიმონ მახარობელას ძე აფხაიძე სოფ. ახალდაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 19 ნოემბერს ქუთაისის სასამართლოში 1893 წელს დაჭერილი გიორგი კუკურას ძე ლომაიას საქმე თავიდან განიხილეს. ადვოკატ გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას ძალისხმევით ლომაიას უდანაშაულობა დამტკიცდა და ბრალდებულს ყველა ბრალდება მოეხსნა.
1852
ტიპი: თანამდებობა
1852 წელს გრიგოლ მიხეილის ძე შავგულიძე სოფ. ბანოჯის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

