რეგისტრირებული ფაქტები87232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 20 ნოემბრის ღამეს პოლიციელმა ნარიმანიძემ ჯერ საპიორის ქუჩაზე, შემდეგ სამების ეკლესიასთან იპოვა ახალშობილები. ნარიმანიძემ ორივე ბავშვი საბებიო ინსტიტუტში გაგზავნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 19 ნოემბერს პალატის წევრმა სტალინსკიმ თბილისის სასამართლო პალატას ბრალდებულ ბიჭილო თოფურიას საქმე გააცნო.
1843
ტიპი: თანამდებობა
1843 წელს გრიგოლ მიხეილის ძე შავგულიძე სოფ. ბანოჯის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 19 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში საბუთების ქურდობაში ბრალდებულ ბიჭილო თოფურიას ნაფიცი ვექილი ალექსი ოპოჩინინი იცავდა, მოწინააღმდეგე მხარეს ნაფიცი ვექილი – ტერ-სტეფანოვი.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 20 ნოემბერს პოლიციელმა ყუბისა ოსიპოვმა იოსებ ეფრემიძის დაჭრაში ბრალდებული ლუკა ისაკაძე შეიპყრო. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 20 ნოემბერს ჩოჩეთიდან თბილისში მატარებლით ჩამოსულ მღვდელს, ს. კასრაძეს ჯიბიდან ფული ამოაცალეს.
1893
ტიპი: ნასამართლეობა
1893 წლის 6 მარტს გიორგი კუკურას ძე ლომაიას 1890 წლის 1-ელ იანვარს ობუჯში დათა ფიფიას დუქნის ძარცვის ბრალდებით წელიწადი და ორი თვე ციხეში ჯდომა მიუსაჯეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 12 ნოემბერს საჭილაოში ფერშალმა სტეფანე გაბილაიამ გზაზე დაყაჩაღებული და თავგატეხილი ურია იპოვა, თავი შეუხვია და თავდასხმის ამბავი აბაშაში მამასახლისს უამბო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ანასტასია გედევანიშვილმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ მემარჯვენე თავადები მიხეილ გედევანიშვილის სათავადაზნაურო კომისიაში ყოფნას არ ემხრობოდნენ. იმ დროს გედევანიშვილს რევოლუციონერად მიიჩნევდნენ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 14 მარტამდე ალექსანდრე ორბელიანის მიერ საგანგებოდ მოწვეულ კრებაზე უნდა აერჩიათ ორი წევრი, რომლებსაც შემდეგ პეტერბურგში რუსეთის თავადაზნაურობის საიმპერიო ყრილობაზე თავიანთი წარმომადგენლების ასარჩევად გაგზავნიდნენ.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 20 ივნისს ილია ჭავჭავაძემ აიღო საზღვარგარეთის პასპორტი, რომელშიც ავსტრია-უნგრეთის საკონსულოს ნებართვა იყო საზღვრის გადაკვეთის შესახებ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 ივლისს ილია ჭავჭავაძემ კავკასიის საცენზურო კომიტეტს სთხოვა, რომ ექვთიმე ხელაძესთვის დაერთოთ ნება, წიგნად გამოცემის მიზნით „ივერიის“ სხვადასხვა ნომრებში „ნაკვესებისა“ და „დამაკვირდის“ რუბრიკებში გამოქვეყნებული მასალა ამოებეჭდა.

