რეგისტრირებული ფაქტები87232
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ლუკა დავითის ძე ჯიშკარიანი ბაღდათის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ლუკა ფხაკაძე საწულუკიძეოს წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს თეოფანე გორდულაძე უძლოურის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს გიორგი პეტრეს ძე მუსერიძე ქუთაისის მთავარანგელოზის (ძელქვიანის სასაფლაოს) ეკლესიის მღვდელი იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917-18 წლებში, იოანე შანიძის ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, მასობრივად დაიწყეს მონასტრისთვის მიწების მიტაცება.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს მღვდელ-მონაზონი იოანე შანიძე ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობის აღმასრულებლად დანიშნეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917-18 წლებში იოანე შანიძის ჭელიშის მონასტრის წინამძღვრობის დროს მონასტრის ძირითად შემოსავალს წარმოადგენდა ფულადი გადასახადი და გლეხებზე იჯარით გაცემულ მიწაზე მოყვანილი პროდუქტები. მოსახლეობა უარს აცხადებდა მონასტრისთვის კუთვნილი გადასახადზე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917-1924 წლებში თედო სახოკია იყო ქართულისა და ფრანგულის მასწავლებელი ჯერ სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი − ქართულ გიმნაზიაში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს დუტუ მეგრელის მეუღლე ანასტასია ერისთავი შვილებთან ერთად გორიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ქუთაისის აღმასრულებელმა კომიტეტმა იაკობ ფანცხავას დააკისრა ქუთაისის სახაზინო პალატებისა და დაქვემდებარებული ხაზინების კომისრობა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს რუსეთის რევოლუციის შემდეგ გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი 30-წლიანი სამხედრო სტაჟით დაბრუნდა სამშობლოში და მეორე ქართული დივიზია შექმნა.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის იანვარში კავკავში გარდაიცვალა მიხეილ ბურდული, რომელსაც დიდი ბიბლიოთეკა დარჩა. განსვენებულის ძმამ ეს ბიბლიოთეკა ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოებას გადასცა.

