საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90736

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომაზე განხილული სასკოლო სექციის მოხსენების თანახმად, ადგილობრივ ქართულ სკოლაში მასწავლებელ დოროთე უჩანეიშვილის მუშაობას არ გამოუღია სასურველი შედეგი. ბავშვებს აკლდათ ცოდნა და განვითარება, სკოლაში არ იყო დაცული დისციპლინა და წესრიგი.

1916

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ წერილში „ორი უნივერსიტეტი“ აკაკი შანიძე აღნიშნავდა, რომ ორი უნივერსიტეტიდან, რომლებიც იანვარში თბილისში დაარსდებოდა, ერთი იქნებოდა უფლებრივი უპირატესობით აღჭურვილი და სახელმწიფოს მიერ ზურგგამაგრებული, ხოლო მეორე – უფლებას მოკლებული და პირადი თაოსნობის მოიმედე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ (თავმჯდომარე – აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა) მთავარ გამგეობას მისწერა, რომ თუ მასწავლებელს არ შეცვლიდა, უკმაყოფილო დარჩებოდა ადგილობრივი ქართული სკოლის მუშაობის შედეგით, რომელსაც ყველანაირად ეხმარებოდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებლად დოროთე უჩანეიშვილის ნაცვლად დროებით ეკატერინე მალხაზის ასული კედია მიიწვია.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებელი დოროთე უჩანეიშვილი სამუშაო გადაეყვანათ ისეთ სკოლაში, სადაც გამოცდილი პედაგოგიც იმუშავებდა და ისეთ მხარეში, რომლის ჰაერიც ხელს შეუწყობდა მის გამოჯანმრთელებას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ 15 ნოემბრიდან 15 ოქტომბრამდე სამსახურიდან დაითხოვა ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებელი დოროთე უჩანეიშვილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ფოსტისთვის ეცნობებინა, ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებლის ოქტომბრის ხელფასი დოროთე უჩანეიშვილის ნაცვლად ეკატერინე კედიასთვის გაეგზავნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით თევდორე დავითის ძე ჟორდანიას ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყვიტა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 23 ოქტომბერს ჩაატარეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის არჩევნები. გამგეობის თავმჯდომარედ ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე თავდგირიძე აირჩიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკო ყარამანის ძე თავდგირიძე, 1916 წლის 23 ოქტომბრიდან ამოქმედდა, წლის ბოლომდე 5 სხდომა გამართა და 26 საქმე განიხილა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 23 ოქტომბერს ჩაატარეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის არჩევნები. გამგეობის წევრებად აირჩიეს: ნინო თურქია, ვარვარა ტატიშვილი, ნადია კაჭარავა, სოფიო მახარაძე, ანთიმოზ ჯუღელი, რაფიელ გოკიელი, გახუ თურქია, ნიკო ჩიქოვანი, იაკიმე გეგელაშვილი, ალექსანდრე გრიგოლია, გრიგოლ მახარაძე, რაჟდენ კიღურაძე, ელენე კაჭარავა, სევასტი რამიშვილი, დათიკო მეძმარიაშვილი, გიორგი შარაშიძე და ლავრენტი ესვანჯია.

პირები
წყარო

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 23 ოქტომბერს ჩაატარეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის არჩევნები. გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: კოწია გიგინეიშვილი, იოსებ გაბუნია და იუსტინე ჩიქოვანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ ეპიფანე სილიბისტროს ძე ჩხაიძემ მთავარგამგეობას ქართული წიგნების შესაძენად სესხის 400 მანეთიდან 1000 მანეთამდე გაზრდა სთხოვა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 ოქტომბერს ლანჩხუთში მყოფი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოვცაძემ მისწერა, რომ განყოფილება იღებდა ისეთ გამოცემებს, როგორიც იყო: „სახალხო ფურცელი“, „ნაკადული“, „მეგობარი“, „აზრი“, „თეატრი და ცხოვრება“, „ზაკავკაზსკიე რეჩი“, „ოგონიოკი“ და „დენ“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების სამკითხველოში 300-ზე მეტი ქართული და 200 რუსული წიგნი იყო. ანგარიშს ხელი მოაწერა ეპიფანე სილიბისტროს ძე ჩხაიძემ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 27 ოქტომბერს, ყარსში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე ნამდევილ წევრად 62 პირი ჩაეწერა. კრებას ილარიონ ტარიელის ძე ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 27 ოქტომბერს, ყარსში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე ბიბლიოთეკების გახსნა, საღამოების გამართვა და ადგილობრივი სკოლების დახმარება გადაწყდა. კრებას ილარიონ ტარიელის ძე ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 27 ოქტომბერს ყარსში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე ილარიონ ტარიელის ძე ლორთქიფანიძე განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 27 ოქტომბერს, ყარსში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე მიხეილ ზურაბის ძე ზანდუკელი, სევერიან როსტომის ძე ბახტაძე, ნატაშა ლორთქიფანიძისა, გრიგოლ იშხნელი და მ. მინდელი გმგეობის წევრებად აირჩიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობამ მთავარგამგეობას სთხოვა ეშუამდგომლა თბილისის დრამატული საზოგადოების გამგეობასთან, რათა დამწვარი თეატრის შენობის აღსადგენად დახმარებოდა. თხოვნას ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობამ მთავარგამგეობას მისწერა, რომ თბილისის დრამატული საზოგადოების გამგეობას თეატრის შენობის აღსადგენად ქველმოქმედი ეკატერინე ივანეს ასული სარაჯიშვილის (ფორაქიშვილი) შეწირული თანხიდან ნახევარი თანხის გამოყოფა სთხოვა. წერილს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 ნოემბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის განყოფილება ინახავდა და განყოფილების წევრი პელაგია ქარცივაძე უვლიდა მაჰმადიან ბავშვს, ბეჟან ბოლქვაძეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 ნოემბერს პეტრე გერმანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ვარშავის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ნოემბერს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაიას რეჟისორობით წარმოადგინა ისტორიული დრამა „მარუჩა“.