რეგისტრირებული ფაქტები93528
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე არშაკის ძე ოღანეზაშვილი სტავროპოლში გაიწვიეს საბრძოლველად.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძეს (მიწიშვილს) ფილტვების ანთება ჰქონდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფელ ხაშმში ეს. ლოლაძის თაოსნობით კოოპერატიული პურის საცხობი დააარსეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ ზაქარიას ძე კიკნაძემ ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახელობის სამკითხველოს მთელი წლით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკ. გრ. ჯუმუხაძემ და ნიკ. სიხარულიძემ აჭარლებს მთელი წლით გამოუწერეს „თეატრი და ცხოვრება“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 აპრილს სახალხო სახლში ვალერიან ლევანის ძე გუნიას მონაწილეობით „მეფე ლირი“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 22 აპრილს ნიკოლოზ ანდრიას ძე ცხადიაშვილი ფეხის მოკვეთის შედეგად მიხეილის ლაზარეთში გარდაიცვალა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 23 აპრილს ხაშურში ელსაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილის 30-წლიანი სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილის რეჟისორობითა და მონაწილეობით „ხანუმა“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 23 აპრილს მსახიობი ნიკოლოზ სიმონის ძე გოცირიძე თელავის თეატრში მიიწვიეს.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 24 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი მაკო მიხეილის ასული საფაროვ-აბაშიძისა ავად იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 აპრილს ახალი კლუბის დარბაზში ქართულ კულტურის მოყვარეთა საზოგადოების თაოსნობით გამართულ ღონისძიებაზე დავით ილარიონის ძე კასრაძეს უნდა წაეკითხა ლექცია „უხელო რაფაელნი და მათი ცისფერი ყანწები“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 აპრილს ნაძალადევის თეატრში გიორგი იშხნელის მონაწილეობით „დრონი ჩვენი ცხოვრებისა“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 აპრილს გიორგი ნონიას ძე ჯაბაურის თაოსნობით სახალხო სახლში წარმოადგინეს „ქრისტინე“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, მთავარ გამგეობას ფოსტით გაუგზავნა 1916 წლის შემოსავლის (467. 40 მანეთი) 10% – 46. 74 მან.

