საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93528

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა იყო, მთავარ გამგეობას მისწერა, რომ მალე გაუგზავნიდა 1915 წლის სრულ ანგარიშს და სთხოვა, ეს ანგარიში ჟურნალ „განათლებაში“ მოეთავსებინა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ (თავმჯდომარე – აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა) მთავარ გამგეობას 1915 წლის მოკლე ანგარიში გაუგზავნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 აპრილს სახალხო სახლში ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა შექსპირის 5-მოქმედებიანი ტრაგედია „ჰამლეტი“, თარგმნილი ივანე გიორგის ძე მაჩაბლის მიერ.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 25 აპრილს ირ. ლუარსაბის ძე ხელაძე ოსმალეთის საზღვარზე ბრძოლაში დაიღუპა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი დავითიშვილი, ხაზინადარი და მდივანი არჩილ დედანაშვილი და გამგეობის წევრები – იოსებ გოგინაშვილი და გრიგოლ შათირიშვილი – სამხედრო ბეგარაზე გაიწვიეს.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 28 აპრილს პედაგოგი ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძე გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელ მაისს, თამარობას, სოფიო ნიკოლოზის ასული ნაკაშიძის, ნინო დავითის ასული ქიქოძის, დარო გიორგის ასული კეჟერაძისა და გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავას მეთაურობით ბათუმში ღონისძიება გამართეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელ მაისს ეგნატე თომას ძე ნინოშვილის მიერ გამართულ ღონისძიებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილს ლექცია უნდა წაეკითხა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელ მაისს ეგნატე თომას ძე ნინოშვილს სახალხო სახლში ღონისძიება უნდა გაემართა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „თამარ დიდი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის სტატია „თამარ მეფე და დიდუბე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გრიგოლ ორბელიანის ლექსი „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის თხზულება „თამარ მეფე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ვარდენ გიორგის ძე ყიფიანის (ღვანკითელის) ლექსი „აკროსტისი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის სტატია „თამარ მეფე და ქართველი ქალი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავას სტატია „ქართული ისტორიის ოქროს ხანის მწერლობა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელ მაისს სახაზინო თეატრში გამართულ ღონისძიებაზე გრიგოლ ტიტეს ძე რობაქიძე სიტყვით გამოვიდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელ მაისს სახაზინო თეატრში გამართულ ღონისძიებაზე გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის ძე დიასამიძემ აკაკი წერეთლის ლექსები წაიკითხა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელ მაისს ბათუმის საკრებულოში ილია ივანეს ძე ფერაძემ წაიკითხა ლექცია თამარ მეფის შესახებ.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 2 მაისს თბილისში პოეტი იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 2 მაისს სახალხო სახლში ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილის მონაწილეობით „ჰამლეტი“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 მაისს სახალხო სახლში ქართულ დრამატულ დასს ალექსანდრე იმედაშვილის მონაწილეობით „ოტელო“ უნდა წარმოედგინა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 მაისს ბორჯომში თამარობის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე ვასო ალექსის ძე აბაშიძე საგანგებოდ იყო მიწვეული.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 მაისს ბორჯომში თამარობის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე მსახიობ ვასო ალექსის ძე აბაშიძის პატივსაცემად ქართული სუფრა გაშალეს.