რეგისტრირებული ფაქტები91151
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ივანე მაქსიმეს ძე ცომაია საქართველოში დაბრუნდა და პარტიული მუშაობა განაახლა.
1917
ტიპი: თანამდებობა
თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917/1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, კომერსანტი მიხეილ გიორგის ძე ბაშარული სამეურნეო საბჭოს წევრი იყო.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917-1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, 1911 წლიდან ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე (დირექტორი) სამეურვეო საბჭოს მუდმივი წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917-1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, კომერსანტი ნოე სიმონის ძე ძიძიშვილი 1917 წლის 4 მაისიდან სამეურნეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917-1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, კომერსანტი მიხეილ ნერსესის ძე ოსიპიანცი (ოსეპიანცი) სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
სიმონ გრიაზნოვი პედაგოგად 27 წელი მუშაობდა. 1891 წლიდან შვიდი წელი ლეგალურად იმუშავა, შემდეგ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის იდევნებოდა და მხოლოდ 1917 წელს განაგრძო პედაგოგად მუშაობა ვერის პირველ სასწავლებელში, ჰქონდა კერძო გაკვეთილებიც.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ამერიკის კონგრესის წევრმა, სოციალისტმა მეიერმა სახელმწიფო სათათბიროს წევრ კარლო ჩხეიძეს ტელეგრამით მოსთხოვა ავტორიტეტული უარყოფა იმ ხმებისა, თითქოს რუსი სოციალისტები ხელს უწყობდნენ სეპარატიული ზავის შეკვრას გერმანიასთან, რაც შესრულდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ამიერკავკასიის ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა პროგრამა, რომელშიც არ იყო აღნიშნული ქალთა სწორუფლებიანობის საკითხი. პროგრამას ხელს აწერდნენ კავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის თავმჯდომარე ხარლამოვი, წევრები: მიხეილ პაპაჯანოვი, მამედ ჯაფაროვი, აკაკი ჩხენკელი და კიტა აბაშიძე. თუმცა, აკაკი ჩხენკელისა (სოციალ-დემოკრატიული) და კიტა აბაშიძის (სოციალ-ფედერალისტური) პარტიები თავიანთ პროგრამებსა თუ ბეჭვდით ორგანოებში აღიარებდნენ ქალთა ხმის უფლებას და სრულ ემანსიპაციას.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წელს დაბა ყვირილაში დააპატიმრეს ცნობილი ჯაშუში ილიკო მხეიძე, რომელიც 1905 წელს სოციალ-რევოლუციონერთა პარტიაში მუშაობდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ცნობით, ემიგრანტებმა იუსტიციის მინისტრ ა. ფ. კერენსკის გაუგზავნეს დეპეშა, რომ ინგლისის მთავრობა უარს ამბობდა ქალების რუსეთში გამგზავრებაზე. ისინი ითხოვდნენ ნებართვას პოლიტიკური ემიგრანტების და მათი ოჯახების რუსეთში დაბრუნებაზე. საფრანგეთის ელჩის დროებითი წასვლის გამო მის მოადგილედ პეტროგრადში სოციალისტი ალბერტ ტომა ითვლებოდა, რომელიც უკვე იქ იყო.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წელს თბილისის ყოფილი პოლიცმეისტერი, პოლკოვნიკი ზდანოვსკი თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით სატუსაღოდან გაანთავისუფლეს. ის 4 დღის განმავლობაში კავკასიიდან უნდა გაეგზავნათ, ამასთანავე მისთვის არ უნდა მიეცათ სამხედრო სამსახური კავკასიის ბრძოლის ასპარეზზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ამიერკავკასიის კომიტეტთან დაარსდა საგანგებო კომისია, რომელიც იმ პიროვნებათა მოღვაწეობას გამოიძიებდა, რომელთა ყოფა-ქცევა მავნე იქნებოდა ახალი რეჟიმისთვის. ამავე კომიტეტში მზადდებოდა დებულებები სასამართლოებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების შესახებ. საგანგებო კომისიის წევრები იყვნენ: გ. რცხილაძე, გრუზენბერგი და ბარხუდაროვი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წ. გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქციას ფოთელმა ქალებმა შესწირეს 70 მანეთი და 35 კაპიკი. ფულის შეგროვება სოფიო გიორგის ასულმა საბახტრიშვილმა ითავა, ხოლო შემწირველები იყვნენ: ქსენია ჩხარტიშვილისა, მარიამ დიდია, ელენე ჯაფარიძისა, ბაბილინა თელიავა, ქ. ლეჟავასი, ანა ხოჭოლავა, ელპიტე ხოშტარია, ბეგლარ მამალაძე, ოსანა ჭაჭუასი, რუსუდან საბახტრიშვილისა, შანშე ლეჟავა, ლ. საბახტრიშვილი, ცაცო ყრუაშვილი, ნინა გამისკირია, ნინო ნორკიძე, ქსენია ჯოლია, ანა სოკოლოვსკაია, აღათი ტუღაშიძისა, ნატალია აგიაშვილი, მ. ბურჭულაძისა, ქორქია, მამალაძისა, თოფურიძისა, მეგრელიძისა და საღარაძე.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წელს არქიელის გორაზე, გზაში მიმავალი სენაკის მაზრის მცხოვრები გეგენავა უეცრად წაიქცა და გარდაიცვალა. ექიმების დასკვნით, სიკვდილის მიზეზი გულის გაგანიერება აღმოჩნდა.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წელს სოფელ კვახჭირის ჭოგნარის საზოგადოებაში მცხოვრებ ირაკლი აბულაძეს ბოროტმოქმედებმა სახედარი ხარები მოჰპარეს. მან ადგილობრივ კომიტეტს მიმართა დახმარების აღმოსაჩენად.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წელს პეტროგრადის მუშათა საბჭოს თავმჯდომარე კარლო ჩხეიძემ „შავი წერტილის საბჭოსგან“ სიკვდილის განაჩენი მიიღო.

