საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87221

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ვახვახიშვილთან ერთად სათავადაზნაურო ბანკის სახელით ივანე მაჩაბლის მეუღლეს, ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილ-მაჩაბლისას გაუგზავნა უწყება ბანკის სესხის სასწრაფოდ დაფარვის შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 მაისს სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძემ, ბანკის მეორე დირექტორმა და ზედამხედველი კომიტეტის წევრებმა უარი განაცხადეს ახლად არჩეულ დირექტორ ივანე მაჩაბელთან ერთად მუშაობაზე.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძე ხმათა უმრავლესობით მმართველობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1896

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 1-ლ იანვარს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძისადმი მიმართული საახალწლო შარჟები. გაშარჟებულია გაზეთი „ივერია“ და თბილისის სათავადაზნაურო ბანკი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ივანე მაჩაბელი ხმათა უმრავლესობით ბანკის დირექტორად აირჩიეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სასამართლოში შაბათავას წინააღმდეგ სათავადაზნაურო ბანკის ინტერესებს ვექილის თანაშემწე თურქესტანიშვილი იცავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 ივლისს თბილისის სამოსამართლო პალატამ სათავადაზნაურო ბანკისა და შაბათავას ვექილების ჩვენებები მოისმინა და საქმის განხილვა 18 აგვისტომდე გადადო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ განცხადებით, საოლქო სასამართლომ შაბათავას ქვრივის სასარგებლოდ სათავადაზნაურო ბანკს 2400 მანეთის ოდენობის ჯარიმა დაუწესა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, შაბათავას ქვრივმა სათავადაზნაურო ბანკის წინააღმდეგ საოლქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო ბანკმა შაბათავას ქვრივს ფოთის  მამული გაუყიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ვექილი გიორგი გვაზავა შაფათავას ინტერესების დამცველი იყო.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძემ ავსტრიიდან გრაცის უნივერსიტეტის პროფესორ ჰუგო შუხჰარდტის წერილი მიიღო. ის ილიას სთხოვდა „ივერიის“ იმ ნომრების გაგზავნას, რომლებშიც დაბეჭდილი იყო დავით ჩუბინაშვილის ნარკვევი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 18-19 მაისს ილია ჭავჭავაძე მუშაობდა პეტერბურგიდან ჩამოსულ რევიზორ ევსტაფი დობეცკისთან ერთად. რევიზორმა შეამოწმა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის საქმიანობა და განაცხადა, რომ ბანკი მყარ ნიადაგზე იდგა და თვალსაჩინო ნაკლოვანებები არ ჰქონდა.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წლის 14 ივნისს ილია ჭავჭავაძემ შეავსო პირობის წიგნი, რომლის თანახმადაც მოჯამაგირედ აიყვანა დუშეთის მაზრის სოფელ გურამიანთკარში მცხოვრები გლეხი სანდრო ლაბაური.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 19 მაისს თბილისიდან მიმავალ რევიზორ ევსტაფი დობეცკის ივანე მაჩაბელმა გადასცა მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ბანკის მუშაობის უარყოფითი შეფასებები და მიღებული ზარალის შესახებ ცნობები იყო.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 19 მაისს ევსტაფი დობეცკი თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რევიზიის დასრულების შემდეგ პეტერბურგში დაბრუნდა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 29 აპრილს ცალკე ბროშურად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის, დავით ავალიშვილისა და მიხეილ გრუზინსკის მიერ დაწერილი განმარტებითი ბარათი იმის თაობაზე, თუ რატომ არ გასცა თბილისის სათავადაზნაურო ბანკმა საიპოთეკო ფურცლები მსესხებლებზე.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 20 ივნისამდე, გერმანიაში გამგზავრებამდე, ექიმი ნიკოლოზ ჯანდიერი ილია ჭავჭავაძეს დღეში ორჯერ აკითხავდა და განაგრძობდა მის მკურნალობას.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 16 იანვრის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში გააკეთა ჩანაწერები კასრაძის საბანკო საქმეზე.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877-82 წლებში ოქროპირ იესეს ძე რიჟამაძე სოფ. გოგნის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-83 წლებში დარისპან დიმიტრის ძე ბარათაშვილი სოფ. გოგნის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1862

ტიპი: თანამდებობა

1862-64 წლებში ოქროპირ ნიკოლოზის ძე დარახველიძე სოფ. გოგნის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1863

ტიპი: თანამდებობა

1863-68 წლებში ოქროპირ იესეს ძე რიჟამაძე სოფ. გოგნის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858-61 წლებში გაბრიელ იესეს ძე ჩიქვილაძე სოფ. გოგნის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873-74 წლებში იუსტინე თადეოზის ძე ბარბაქაძე სოფ. გოგნის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.