რეგისტრირებული ფაქტები89507
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N11) დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: კაპიტონ ბურჯანაძე, ივანე გოლეთიანი, ვერა გელოვანი და სხვ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ევსევი ახვლედიანი, ილარიონ კოპალიანი, ბუჭუჭია ახვლედიანი და სხვები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N11) დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: თამარა აბაშიძე, გედეონ გაბუნია, ვარლამ მახარობლიძე და სხვ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ტიპინია მდივნისა, მელანია ტვილიდიანისა, ოსანა მდივანი და სხვები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე – ოლღა ხოფერია, მდივანი – გიორგი გამზარდია) მთავარ გამგეობას სთხოვა, შეეტყობინებინათ, რა წესით უნდა გაეხსნათ მომავალში ბიბლიოთეკა-სამკითხველოები.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 25 ივნისს ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი ბესარიონ დავითის ძე კაკაბაძე გარდაიცვალა.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 29 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N12 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე, რომელიც იმჟამად ცხოვრობს ჩაირში, დაავადებულია მძიმე ნევრასტენიით და ექიმებმა სრული სიმშვიდე გამოუწერეს.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 29 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N12 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბურცევის მდივანი პროვოკატორი აღმოჩნდა. პეტროგრადის ერთ-ერთმა გაზეთმა ბურცევს ჰკითხა, თუ რატომ არ ასახელებდა მის გვარს, რაზეც მან განაცხადა, რომ ახლო მომავალში დაასახელებდა პროვოკატორს, რომელიც მანამდე პატივსაცემი საზოგადო მოღვაწე იყო, ვერავინ წარმოიდგენდა მის ჯაშუშობას, და პირიქით გაკვირვებას გამოიწვევდა რუსეთშიც და მთელ ევროპაშიც.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისას“ N12 ცნობით, საგუბერნიო კომიტეტის განცხადების თანახმად, მოკლე ხანში, ვაგონების სიმცირის გამო ქუთაისიდან ხილეულობის გაზიდვა შეწყდებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N12 ცნობით, ქუთაისის გუბერნიისთვის სხვადასხვა სანოვაგის მოსატანად გამზადებული იყო 150 ვაგონი. ამჟამად, ქალ. სასურ. კომიტეტის ცნობით, მხოლოდ 15 ვაგონი იყო, რის გამოც სასურსათო კომიტეტმა პურის ფქვილის ზღვით შემოტანა გადაწყვიტა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 12 დაიბეჭდა დ. ყვირილიდან შემომწირველთა სია გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ სასარგებლოდ: როხოლია ბერიძისა, ანეტა ოქროპირიძისა, მათიკო აბაშიძისა, ალექსანდრა აბაშიძისა.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N12 გამოქვეყნებულია გულნარა ქაიხოსროს ასული კანდელაკისას განცხადება, რომელიც კურნავს სხვადასხვა დაავადებებს და მსურველთ შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ძველი თბილისის ქუჩა, აპელის სახლები, მიღება დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, 29 ივნისს სოფელ მონასტერში (გორის მაზრა) 5 შეიარაღებული პირი თავს დაესხა გელაშვილის ქვრივს, მოიტაცეს მისი ქალიშვილი. აღმასრულებელი კომიტეტის განკარგულებით, მესამე დღეს ქალი ყურმაშვილის ოჯახში აღმოაჩინეს.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N13 დაიბეჭდა სურამის ქართველ ქალთა კავშირ „მანდილოსნის“ თავმჯდომარის, მარიამ ლომინაძის წერილი, რომელმაც 30 ივნისს სურამში გამართა საღამო და წარმოდგენა გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ, საღამოდან მიღებულიი შემოსავალი, 213 მან. გადაეცა გაზეთის რედაქტორს, ეკ. მიქელაძეს. წერილის ავტორი მადლობას უხდის „კალაკმაროვს“, რომელმაც რეჟისორობა გასწია.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 13 ცნობით, გაზეთ „რ. ვ“-ში გამოქვეყნდა ე. კ. ბრეშკოვსკაიას პროტესტი, რომელშიც ის ამბობს, რომ „ზ. ვ“-ს მოსკოვის გამოცემა N 59-ის მიხედვით, ეკატერინე კონსტანტინეს ასული ბრეშკო-ბრეშკოვსკაია ერთსულოვნად აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის წევრად, რასაც მისი თქმით ადგილი არ ჰქონია. ის უარს აცხადებს ცენტრალური კომიტეტის წევრობაზე, რადგანაც სოციალისტურ-რევოლუციური პარტიის მესამე საყოველთაო ყრილობამ არ სცნო ნდობის ღირსად რუსეთისათვის მებრძოლი ალექსანდრე თეოდორის ძე კერენსკი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N13 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კერენსკისა და ბრუსილოვს სიკვდილით ემუქრებიან.

