რეგისტრირებული ფაქტები87220
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 23 თებერვალს კოლაუ ნადირაძემ მამას, გალაქტიონ ნადირაძეს, ქუთაისიდან ჩოხატაურში გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ ქუთაისის გიმნაზია პირველი მარტიდან უნდა გახსნილიყო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 12 ნოემბერს კოლაუ ნადირაძემ მშობლებს, გალაქტიონ და აგნესა ნადირაძეებს, წერილით შეატყობინა, რომ კარგად სწავლობდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 16 იანვრის „ცნობის ფურცლიდან“ ირკვევა, რომ ხმოსანმა კონსტანტინე ალიხანოვმა თბილისის გამგეობის საფინანსო კომისიის წევრის თანამდებობა დატოვა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 24 იანვრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელმა ილია ფერაძემ ქაშვეთის ეკლესიაში წაიკითხა მოხსენება „საქართველოს ეკლესიის წმინდა მოწამე არჩილ“.
1939
ტიპი: თანამდებობა
1939-1944 წლებში ირაკლი აბაშიძე საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი იყო.
1938
ტიპი: ღონისძიება
1938-1939 წლებში ირაკლი აბაშიძე მუშაობდა ჟურნალ „ჩვენი თაობის” რედაქციაში, საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანოში, თბილისში.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931-1938 წლებში ირაკლი აბაშიძე მუშაობდა სახელგამში, სარედაქციო სამუშაოზე თბილისში.
1962
ტიპი: გარდაცვალება
გრიგოლ ბერძენიშვილი გარდაიცვალა 1962 წლის 7 თებერვალს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1945
ტიპი: ღონისძიება
1945 წელს გრიგოლ ბერძენიშვილმა დაწერა პიესა „ტირიფის ქვეშ“, რომელიც დაიდგა რუსთაველის სახელობის თეატრში, ასევე მოზარდ მაყურებელთა და რაიონების თეატრებში.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს თბილისის სანიტარული კულტურის თეატრში დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის სამმოქმედებიანი დრამა „ოქროს ვერძი“.

