საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80220

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ივნისამდე დიმიტრი დავითის ძე ლორთქიფანიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელად მუშაობდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის მაისში ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით წიგნად გამოვიდა „ანგარიში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების მოქმედებისა 1897 წელს“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივნისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელ დიმიტრი ლორთქიფანიძის სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გადაყვანის საკითხი.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ალექსანდრე ოქროპირიძეს თავის ეპარქიაში 17 ახალი საეკლესიო სკოლის დაარსება ჰქონდა განზრახული. ამ სამრევლო-საეკლესიო სკოლების მუშაობისთვის წელიწადში 5015 მანეთი იყო საჭირო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდება ცნობა, რომ მარია გლეზერს ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილის“ გერმანულ ენაზე თარგმნა ჰქონდა განზრახული.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 მაისს ილია ჭავჭავაძეს სამწერლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინელ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დელეგაცია ესტუმრა და მისალოცი ბარათი გადასცა, რომელსაც სხვებთან ერთად ხელს უკრაინული ლიტერატურის კლასიკოსი მიხაილო კოციუბინსკიც აწერდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ იაკობ გოგებაშვილსა და ანდრია ღულაძეს შორის დავის განხილვა სამედიატორო სასამართლომ გადადო. განცხადებას ხელს აწერენ დიმიტრი ბაქრაძე, გიორგი იოსელიანი და გიორგი წერეთელი.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 13 იანვარს დიმიტრი ბაქრაძე სამედიატორო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 26 აპრილს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნებულ ნოე ჟორდანიას წერილში „ჩვენებური საქმიანობა. ბანკები“ გაკრიტიკებულია თბილისისა და ქუთაისის ბანკების ხელმძღვანელთა საქმიანობა, მათ შორის ილია ჭავჭავაძის.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ალექსანდრე იოსების ძე კობიაშვილი თბილისის სამეურნეო სკოლის თაობაზე შექმნილი კომისიის წევრი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აპრილს თელავში თავადაზნაურთა სამაზრო ურთიერთდამხმარე სალაროს დაარსების მიზნით გაიმართა კრება, რომელზეც ილია ჭავჭავაძე წესდების შემმუშავებულ კომისიაში აირჩიეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას, რომელზეც განიხილეს ორგანიზაციის მოქმედების არეალის გაფართოება. ილიამ ხელი მოაწერა სხდომის ოქმს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ბებიაქალი ფილჩაკოვისა თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში სამშაბათობით მიიღებდა პაციენტებს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 19 მარტს ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკის ყველა ანგარიში მიიღო 1875 და 1877 წლების გარდა, რადგან მათი დაბეჭდილი პირები არ ჰქონდათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, დიმიტრი ბაქრაძე ეძებდა ვახუშტი ბატონიშვილის სურათს, რომელსაც დაურთავდა მის მიერ შედგენილ „ვახუშტის ისტორიას“.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 17 იანვარს რუსთაველის თეატრში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის 15 წლის საიუბილეო საღამო.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს დაარსდა ქართული საბჭოთა მწერლების ორგანო, ჟურნალი „მნათობი“, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი და წლების განმავლობაში სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო გალაკტიონ ტაბიძე.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წლის ზაფხულში მწერალთა კავშირში გალაკტიონმა დააარსა ლიტერატურული წრე, რომელიც ხუთშაბათობით იკრიბებოდა. მის მუშაობას უფრო საუბრების ხასიათი ჰქონდა. წრის წევრები იყვნენ: ნიკო გერგესელი, ილარიონ ქავჟარაძე, ალექსანდრე ჭყონია და სხვ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის ბოლოს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭომ გალაკტიონ ტაბიძის წინადადებით დააარსა ჟურნალი „ლომისი“.

1927

ტიპი: მფლობელობა

1927 წელს გალაკტიონ ტაბიძემ მიიღო ერთოთახიანი ბინა კრილოვის ქ. N10-ში, სადაც 1936 წლამდე ცხოვრობდა.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 2 აპრილს სოხუმში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი დიდი საღამო.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 10 ივნისს ქუთაისში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის 15 წლისთავის აღსანიშნავი საღამო.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წლის 16 ივნისს ლენინგრადის ხელოვნების აკადემიაში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის საღამო.

1933

ტიპი: ღონისძიება

1933 წლის 5 ივლისს თბილისის ოპერის თეატრში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო საღამო, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა მალაქია ტოროშელიძემ.

1933

ტიპი: ორგანიზაცია

1933 წლის ივლისში გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად ფილიპე მახარაძის თავმჯდომარეობით შეიქმნა საიუბილეო კომიტეტი.