რეგისტრირებული ფაქტები87209
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს თბილისის სახალხო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური წელი დაიწყო. ლექტორებად სამსონ დადიანი, შალვა ნუცუბიძე, აკაკი პაპავა და ქრისტეფორე რაჭველიშვილი იყვნენ ჩაწერილები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საგანგებო ჟიურიმ მოისმინა კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“. ჟიურის წევრები იყვნენ: პროფესორები – ჩერეპნინი და აიზბერგი, კომპოზიტორი სამინსკი, პიანისტი ნიკოლაევი, დირიჟორები – სტოლერმანი და ცენოვსკი, ასევე არტისტები და თეატრის კომისარი ალექსანდრე წუწუნავა. მათ ოპერა ნამდვილ ქართულ ორიგინალურ, მხატვრულ ნაწარმოებად აღიარეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მიერ თბილისის მილიციის უფროსის, გრიგორ ესაიანცის სახელზე გაცემული განკარგულების თანახმად, თბილისის სასულიერო გიმნაზიის ყოფილი უფროსის, დეკანოზ ივანე ბუტირსკისთვის დაუყონებლივ უნდა ჩამოერთმიათ მთელი უძრავ-მოძრავი ქონება და საკათალიკოსო საბჭოს წარმომადგენლის, ივანე ნატროშვილისთვის ჩაებარებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სამხედრო მინისტრმა გრიგოლ გიორგაძემ ეროვნული საბჭოს წევრის, სიმონ მდივნის თანდასწრებით აღლუმი გაუმართა ქუთაისის გარნიზონის ჯარებს ყაზარმებში. ჯარის მდგომარეობით მინისტრი კმაყოფილი დარჩა და დეპეშით აცნობა მთავრობის თავმჯდომარეს, რომ პირველი დივიზიის შექმნის საქმე კარგად მიდიოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს კონსერვატორიის დარბაზში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის საღამო. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ სიტყვა წარმოთქვეს გრიგოლ რობაქიძემ, ტიციან ტაბიძემ და ალექსანდრე არსენიშვილმა, შემდეგ კი გალაკტიონ ტაბიძემ „ლურჯა ცხენები“, „თოვლი“ და სხვ. ლექსები წაიკითხა, ტიციან ტაბიძემ კი – „მალარია“, გრიგოლ რობაქიძემ – „აქლემი“ და ა. შ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გერმანე გოგიტიძემ დაასრულა „ქრისტინეს“ კინემატოგრაფიული ლენტი. პიესა პირველად თბილისის კინემატოგრაფებში უნდა წარედგინათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვასილ ი. რაზუმოვსკი ამიერკავკასიის პროფესორთა საბჭოს სხდომაზე უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გაიმართა პარლამენტის სხდომა კარლო ჩხეიძის თავმჯდომარეობით, რომელზეც განიხილეს პარლამენტში უმცირესობათა წარმომადგენლების მიერ ენის გამოყენების საკითხი. წარმოდგენილი იყო კომისიის უმცირესობისა და უმრავლესობის პროექტები. უმრავლესობის პროექტის მომხსენებელი არჩილ ჯაჯანაშვილი იყო, უმცირესობისა – რ. არსენიძე. კამათში მონაწილეობა მიიღო ყველა ფრაქციამ. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია არცერთ ფრაქციას, გარდა მენშევიკებისა და სოციალ-ფედერალისტებისა, რომლებმაც უმცირესობათა პროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ეროვნულ-დემოკრატებმა დარბაზი დატოვეს. განიხილეს და მიიღეს კომისიის უმცირესობათა პროექტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ალექსანდრე ფიცხელაურის თავმჯდომარეობით სოფელ ყაზბეგში გამართულ ყაზბეგის, სნოსა და ცდოს მცხოვრებთა კრებაზე იმსჯელეს თბილისიდან დარიალის ხეობამდე გახშირებული ძარცვის შესახებ და გადაწყვიტეს, თბილისის გუბერნიის კომისრისთვის ეთხოვათ სნოს, ყაზბეგის და ცდოს მცხოვრებთათვის თავდაცვის მიზნით იარაღის ტარების ნება მიეცათ. თბილისის გუბერნიის კომისარმა შალვა მაღლაკელიძემ კანონის დაცვით მოსახლეობას იარაღის ტარების ნება დართო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს საჩხერის დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარის,, ვლადიმერ ჭოღოშვილის განცხადებით, 30 ოჯახის კარ-მიდამო და ქონება დაიწვა. დაზარალებულები ქუჩაში დარჩნენ. დაზიანდა კულტურული დაწესებულებებიც: თეატრი, კოოპერატივი და სამკითხველო. დამხმარე კომიტეტმა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციას დაზარალებულების დასახმარებლად პარლამენტის წინაშე შუამდგომლობა სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს მუშათა კლუბში უცნობ ოფიცერსა და საღამოს გამგე კურნელს პირად საკითხებზე შელაპარაკება მოუვიდათ. ოფიცერმა კურველი რევოლვერით დაჭრა. ოფიცერი ტუღუში და უცნობი ოფიცერი მიიმალნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს თბილისის საოლქო სასამართლოში განიხილეს კონტროლის პალატის ყოფილი მოხელის, თეოფილე იოსების ძე კობეშავიძის საქმე. მას ბრალად ედებოდა 1916 წლის 6 მარტს, გამთენიისას, თბილისში, მინკვიცევის ქუჩის კუთხეში გიორგი ზარიძის დაჭრა. ბრალმდებელი იყო გ. ნატროშვილი, თავმჯდომარე – ე.ვ. ჩემისოვი, წევრები – მიხეილ დავითის ორჯონიკიძე და გალუსტიანცი. ბრალდებულს იცავდა ნაფიცი ვექილი კ. დ. ზელენსკი. თეოფილე კობეშავიძე გაამართლეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქალაქის საბჭოს სხდომა გაიმართა გ. ს. იაგჯიანის თავმჯდომარეობით. დაშნაკცაკანის წარმომადგენელმა ზარგარიანცმა საბჭოს მოახსენა 16-17 სექტემბერს ოსმალეთის ჯარის მიერ ბაქოში მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევის შესახებ. მისი თქმით, სასტიკად უსწორდებოდნენ ქალებსა და ბავშვებსაც. სამი დღე არბევდნენ ბაქოს, განსაკუთრებით სომეხი მოსახლეობა დაზარალდა. ქალაქის საბჭომ დაზარალებულთა დასახმარებლად 50 000 მანეთი გამოყო.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს თბილისში ჩამოვიდა არტისტი ქალი რ. ნ. კრაიევსკაიასი, რომელიც ტარტუს თეატრში იყო სათამაშოდ მოწვეული.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს საქართველოში გერმანიის დიპლომატიური წარმომადგენელი გრაფი შულენბურგი ჩამოვიდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ბახვის სოციალ-დემოკრატების ახალი კოლექტივის კრება გაიმართა. კრებამ პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ს. ბორჩხაძე აირჩია, მის მოადგილედ – მ. ბოლქვაძე, ხაზინადრად – კ. ჯინჭარაძე. თბილისში ყრილობაზე დასასწრებლად ალექსანდრე ლომთათიძე აირჩიეს. კრების გადაწყვეტილებით, უნდა განახლებულიყო მუშაობა ბახვის ეკლესიის ქურდების დასაჭერად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი თელავის სახელმწიფო და სასწავლო დაწესებულებებს ესტუმრა. მოინახულა ვაჟთა გიმნაზია, პირველდაწყებითი უმაღლესი სასწავლებელი და სომხური გიმნაზია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნოე რამიშვილმა, სიღნაღსა და თელავში მოხსენება წაიკითხა მთავრობის ქმედებათა შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს „ტფილისის ლისტოკის“ გამომცემელ ხ. გ. ხაჩატუროვს მიუყიდნია თავისი გაზეთი ამხანაგობისთვის, რომელსაც შეადგენენ აზოვოდონის ბანკის უმთავრესი ბუღალტერი ლ. იახნინი, იენჩმენი და ძმები კარლინსკები. ხაჩატუროვიც შედიოდა ამ ამხანაგობაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ექიმი მიხეილ არჯევანიძე სოხუმში გაგზავნეს სამკურნალო-სასანიტრო მდგომარეობის აღსაწერად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი შავი ზღვის სანაპირო რკინიგზის დამთავრების შესახებ. გობეჩიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხისა და რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარე სასურველი იყო, გზას ზუგდიდში გაევლო. პარლამენტმა კანონი უცვლელად მიიღო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისში დაარსდა სახელოვნო საზოგადოება „თეთრი გიორგი“. საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარედ დაინიშნა გალაკტიონ ტაბიძე.

