რეგისტრირებული ფაქტები87200
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 20 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს ყვარლის მოურავმა გიორგი გოგინაშვილმა დარაჯის დაპატიმრების ამბავი შეატყობინა, ასევე მისწერა წვრილმანი ხარჯების შესახებ და წერილთან ერთად მამასახლისისგან მიღებული ქვითარი გაუგზავნა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს ყვარლის მოურავმა გიორგი გოგინაშვილმა თავისი ჯამაგირის, წისქვილის შემოსავლისა და ქვევრებში ღვინის რაოდენობის შესახებ მისწერა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისს არტემ გოგინოვის დედას სოფელ კნოლევიდან ჩასული ერთ-ერთი თავადი ფულის სესხებას სთხოვდა. უარის მიღების შემდეგ თავადმა ქვრივის მოკვლა სცადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ევგენი ჩიჯავაძე მღვდელ ონისიმე სანიკიძეს სთხოვდა, რომ რჩევა-დარიგებით სოფელ ჩხენიშის ახალგაზრდებისთვის სწავლის ინტერესი გაეღვიძებინა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 მაისს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 27 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის თავად-აზნაურთა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პოდპორუჩიკმა გიორგი მერაბის ძე წულუკიძემ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარსში მცხოვრებმა ქართველებმა – ეგ. ფირანაშვილმა, ვასილ ღარიბაშვილმა, ს. ცაგარელმა, ყ. თათუზოვმა და ს. პ. მაღრაძემ – წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას თითო მანეთი შესწირეს.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 7 აპრილს თბილისს სტუმრად ეწვია სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქი გევორქ IV.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 25 აპრილს საქართველოში სტუმრად მყოფმა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ ქალაქი დატოვა და სტავროპოლისკენ გაემგზავრა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 აპრილს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით ვლადიმერ ვასილის ძე ლევაშოვი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 4 იანვარს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით, სამეგრელოს თავად დავით დადიანის ქვრივს, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს, დაენიშნა სამუდამო პენსია.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 20 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სამმართველოს განკარგულებით თიანეთის ოლქის სამხედრო ნაწილის უფროს ივანე რატიშვილს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 4 აპრილს ავსტრიული გაზეთი Neue Wiener Teatre Zeitung გამოეხმაურა ვენაში გამართულ საფორტეპიანო კონცერტს. მასში ნათქვამია, რომ მსმენელებს განსაკუთრებით მოეწონათ ახალგაზრდა ქართველი პიანისტის, ალოიზ მიზანდარის მიერ ვირტუოზულად შესრულებული პრუდენისა და დელერის პიესები.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 4 იანვარს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით, თავად ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს, რომელმაც ნებაყოფლობით თქვა უარი სამეგრელოს მმართველობაზე, დაენიშნა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 1 000 000 მანეთის ოდენობით.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 16 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ტატო გაბაშვილის კერძო განცხადება სოფელ ოქროყანაში მდებარე მისი საზაფხულო ბინის გაქირავების შესახებ.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 18 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის სამმართველოში გამართულ აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს სვიმონ აბაშიძის სოფ. შორაპნის მამული, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

