რეგისტრირებული ფაქტები87198
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1863
ტიპი: მფლობელობა
1863-1869 წლებში დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, მამამისის, პავლე როსტომაშვილის ბაღ-ვენახები და სახლი სოფელ შალაურში მცხოვრებ აზნაურ ილიკო გველესიანს გადაეცა.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863-1869 წლებში დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, მისი და, მაიკო სოფელ შალაურში მცხოვრებ ილიკო გველესიანს მიათხოვეს.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863-1869 წლებში დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში სწავლის პერიოდში, ივანე როსტომაშვილი ხშირად უკითხავდა სახარებას წერა-კითხვის უცოდინარ ჯარისკაცებს.
1863
ტიპი: გარდაცვალება
1863-1869 წლებში დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში სწავლის პერიოდში, ივანე როსტომაშვილს გარდაეცვალა ძმა, დათიკო როსტომაშვილი.
1863
ტიპი: გარდაცვალება
1863-1869 წლებში დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში სწავლის პერიოდში, ივანე როსტომაშვილს გარდაეცვალა დედა, ბარბარე ზაქარიას ასული კურდღელაშვილი.
1863
ტიპი: გარდაცვალება
1863-1869 წლებში დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში სწავლის პერიოდში, ივანე როსტომაშვილს გარდაეცვალა მამა, პავლე იოსების ძე როსტომაშვილი.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წელს ალექსანდრე სარაჯიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი.
1940
ტიპი: თანამდებობა
მარიამ ორბელიანის 1940 წლის ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი 35 წელი ემსახურა თბილისის ვაჟთა ქართულ სკოლას.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს მარიამ ორბელიანმა აიღო საქველმოქმედო საზოგადოების დაარსების ნებართვა. ეს საზოგადოება არალეგალურად ეხმარებოდა რევოლუციონერებსა და მათ დაობლებულ ოჯახებს.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წელს გამოსული გიორგი ლასხიშვილის მემუარების მიხედვით, მარიამ ორბელიანს აუღია საქველმოქმედო საზოგადოების დაარსების ნებართვა.
1863
ტიპი: თანამდებობა
1863 წელს მიხეილ გრიგოლის ძე ჩიჩულინი იყო დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლის უფროსი.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს ივანე როსტომაშვილის მამამ, პავლემ დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლის უფროს მიხეილ გრიგოლის ძე ჩიჩულინს წარუდგინა მისი შვილის სკოლაში მიღების საბუთი.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს ივანე როსტომაშვილის მამამ, პავლემ თელავიდან მიიღო საბუთი, რომ მისი შვილი მიღებულია დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში.
1852
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1852 წლის 25 დეკემბერს თელავთან, კურდღელაურში დაიბადა ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს იონა მეუნარგია აირჩიეს სამეგრელოს მომრიგებელ მოსამართლეთა ყრილობის საპატიო თავმჯდომარედ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 მაისს გარდაცვლილი იონა მეუნარგია ცაიშის ძველი ეკლესიის გალავანში, საოჯახო ეკლესიაში დაკრძალეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898-1907 წლებში სენაკის, ზუგდიდისა და ლეჩხუმის მაზრებში მომრიგებელ შუამავლად მომსახურე იონა მეუნარგია არაერთგზის იყო გაგზავნილი კავკასიის მთავარ სამმართველოში.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1907 წლებში იონა მიხეილის ძე მეუნარგია მსახურობდა მომრიგებელ შუამავლად სენაკის, ზუგდიდისა და ლეჩხუმის მაზრებში.

