რეგისტრირებული ფაქტები87198
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1891
ტიპი: თანამდებობა
1891-1895 წლებში იონა მიხეილის ძე მეუნარგია მსახურობდა ფოთში ქალაქის გამგეობის წევრად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილმა და იონა მიხეილის ძე მეუნარგიამ იმპერტარიცა მარიამ თეოდორეს ასულ რომანოვასგან, მისთვის მირთმეული „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემების სანაცვლოდ მიიღეს ძვირფასი თვლებით შემკული ბეჭდები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III თავის მეუღლე მარიამ თეოდორეს ასულ რომანოვასთან ერთად თბილისს ესტუმრა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს თბილისში ჩამოსულ რუსეთის იმპერატრიცა მარიამ თეოდორეს ასულ რომანოვას იონა მეუნარგიამ მიართვა მის მიერ საგანგებოდ ამ შემთხვევისთვის რუსულ ენაზე თარგმნილი „барсова кожа в рассказе И. Меунаргия“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს თბილისში ჩამოსულ რუსეთის იმპერატრიცა მარიამ თეოდორეს ასულ რომანოვას გიორგი ქართველიშვილმა მიართვა „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემა ძვირფასი ყდით.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს ქუთაისში, კილაძის სტამბაში დაიბეჭდა იონა მეუნარგიას „გიორგი ქოჩაქიძის ცხოვრება“.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს მელიქიშვილის სტამბაში დაიბეჭდა იონა მეუნარგიას „გიორგი ერისთავის ცხოვრება“.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლიდან იონა მეუნარგია თბილისის სხვადასხვა ქართულ-რუსული გაზეთის კორესპონდენტი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგია აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნად.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგია აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წელს პარიზის ნაციონალურ და ჟენევის ბიბლიოთეკებში იონა მეუნარგია გაეცნო სხვადასხვა დროს საქართველოდან გატანილ ქართულ ხელნაწერებს.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წელს პარიზის ნაციონალურ და ჟენევის ბიბლიოთეკებში იონა მეუნარგია გაეცნო ფრანგული მწერლობის ნიმუშებს საქართველოს შესახებ.

