საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80201

1882

ტიპი: ავტორობა

1882-1884 წლებში იონა მეუნარგიას ნაწარმოებები იბეჭდებოდა „Кавказ“-ში.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლიდან იონა მეუნარგია იყო თბილისის ქართულ-რუსული გაზეთების ფელეტონისტი.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლიდან იონა მეუნარგია თბილისის სხვადასხვა ქართულ-რუსული გაზეთის კორესპონდენტი იყო.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლიდან იონა მეუნარგია მოღვაწეობდა თბილისის ქართულ-რუსულ გაზეთებში.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგია აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნად.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგია აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგია პარიზიდან საქართველოში დაბრუნდა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წელს პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში იონა მეუნარგიამ დედნიდან გადმოიწერა ნანუჩა ციციშვილის მიერ დაწერილი „ვეფხისტყაოსნის“ დამატება.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს პარიზის ნაციონალურ და ჟენევის ბიბლიოთეკებში იონა მეუნარგია გაეცნო სხვადასხვა დროს საქართველოდან გატანილ ქართულ ხელნაწერებს.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს პარიზის ნაციონალურ და ჟენევის ბიბლიოთეკებში იონა მეუნარგია გაეცნო ფრანგული მწერლობის ნიმუშებს, რომლებიც საქართველოს ეხებოდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს იონა მეუნარგია ჟენევიდან პარიზს გაემგზავრა.

1874

ტიპი: განათლება

1874-1876 წლებში იონა მეუნარგია სწავლობდა ჟენევის აკადემიაში.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს იონა მეუნარგია სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა შვეიცარიაში.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგიამ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის მეექვსე კლასი.

1852

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1852 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ ცაიშში დაიბადა იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1940

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა მეუღლე, ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანი.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამი სხვადასხვა პირისა და ორგანიზაციის დავალებით თარგმნიდა ფრანგულიდან ქართულ ენაზე და პირიქით.

1940

ტიპი: ღონისძიება

მარიამ ორბელიანის 1940 წლის ავტობიოგრაფიის თანახმად, უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ის ფრანგული ენის კერძო გაკვეთილებს ატარებდა.

1940

ტიპი: ღონისძიება

მარიამ ორბელიანის 1940 წლის ავტობიოგრაფიის თანახმად, მას რამდენიმე სტიპენდიატი ჰყოლია ქართულ ვაჟთა სკოლაში, ასევე რუსეთისა და ევროპის უნივერსიტეტებში.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი მუდმივად ეხმარებოდა გლეხებს წამლებით და მატერიალურად.

1940

ტიპი: ღონისძიება

მარიამ ორბელიანის 1940 წლის ავტობიოგრაფიის თანახმად, სოფ. ატენში გახსნილი სკოლის ხარჯები გაუყვიათ მარიამ ორბელიანსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

1940

ტიპი: ღონისძიება

მარიამ ორბელიანის 1940 წლის ავტობიოგრაფიის თანახმად, სოფ. ატენში მისი დახმარებით გაუხსნიათ სკოლა.

1940

ტიპი: ღონისძიება

მარიამ ორბელიანის მიერ 1940 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამმა და მისმა ქმარმა, ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანმა, ლამისყანაში გლეხებს 80 დესეტინა ტყე გადასცეს.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამმა და მისმა ქმარმა, ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანმა, ატენში გლეხებს 100 დესეტინა ტყე გადასცეს.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მან ქმართან, ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანთან ერთად ატენსა და ლამისყანაში კოოპერატივები დაარსეს.